საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ანუგეშეთ ჩემი ხალხი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • ესაია წერს: «ხმაა მღაღადებლისა: უდაბნოში გაამზადეთ უფლის [„იეჰოვას“, აქ] გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის! ყოველი ტაფობი მაღლა აიწევს და ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება. ფერდობი დავაკდება და მთაგრეხილები გასწორდება. გამოცხადდება უფლის დიდება და ყოველი ხორციელი ერთად იხილავს, რადგან უფლის პირი ლაპარაკობს» (ესაია 40:3—5).

      6 აღმოსავლელი მმართველები, ხშირად, მგზავრობამდე გზის მოსამზადებლად ხალხს გზავნიდნენ, რათა მათ დიდი ქვები მოეშორებინათ, დამბებიც აეგოთ და გორაკებიც მოესწორებინათ. იუდაელების დაბრუნებისას კი ღმერთი თითქოს თვითონ წაუძღვება ხალხს და ნებისმიერ დაბრკოლებას მოაშორებს გზიდან. ეს ხომ ღვთის სახელით წოდებული ერია, და ღვთის აღთქმის შესრულებით — მათი სამშობლოში დაბრუნებით — ხომ ყველა ერში განდიდდება იეჰოვა. სურთ თუ არ სურთ, ეს ერები იძულებული იქნებიან, აღიარონ, რომ იეჰოვა ასრულებს თავის აღთქმებს.

      7, 8. ა) როგორ შესრულდა ესაიას 40:3 ახ. წ. I საუკუნეში? ბ) როგორ შესრულდა უფრო დიდი მნიშვნელობით ესაიას წინასწარმეტყველება 1919 წელს?

      7 ესაიას ეს წინასწარმეტყველება მხოლოდ ძვ. წ. VI საუკუნეში იუდაელთა სამშობლოში დაბრუნებით არ შესრულებულა. ის ახ. წ. I საუკუნეშიც შესრულდა. იოანე ნათლისმცემელი იყო ესაიას 40:3-ში მოხსენიებული „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში“ (ლუკა 3:1—6). ღვთის შთაგონებით იოანემ თავის თავს დაუკავშირა ესაიას სიტყვები (იოანე 1:19—23). ახ. წ. 29 წლიდან მან იესო ქრისტესთვის გზის მომზადება დაიწყოa. იოანეს ქადაგება ხალხს აღთქმული მესიის საძიებლად აღძრავდა, რომელსაც მოუსმენდნენ და გაჰყვებოდნენ (ლუკა 1:13—17, 76). იესოს მეშვეობით იეჰოვა თავისუფლებამდე მიიყვანდა მომნანიებლებს — ცოდვისა და სიკვდილისგან თავისუფლებამდე, რომლის მოტანაც მხოლოდ ღვთის სამეფოს შეუძლია (იოანე 1:29; 8:32).

  • „ანუგეშეთ ჩემი ხალხი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • a ესაია იეჰოვას წინაშე გზის მომზადებას წინასწარმეტყველებს (ესაია 40:3). მაგრამ სახარებებში ეს წინასწარმეტყველება იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტესთვის გზის მომზადებასთან დაკავშირებით არის გამოყენებული. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერებმა ის ღვთის შთაგონებით გამოიყენეს ამგვარად, რადგან იესო თავისი მამის წარმომადგენელი იყო და თავისი მამის სახელით მოვიდა (იოანე 5:43; 8:29).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება