საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ადამიანების მიმართ იეჰოვას დღის მოახლოებისას?
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ივლისი
    • იონას სრულიად განსხვავებული თვალსაზრისი

      6. რა გააკეთეს ნინეველებმა იონას ქადაგების შემდეგ?

      6 ახლა კი იონას მაგალითი განვიხილოთ. ამ შემთხვევაში განადგურება ქალაქ ნინევეს მოელოდა. წინასწარმეტყველ იონას უნდა გაეცხადებინა, რომ ‘ღმერთს მისწვდა’ ქალაქის მცხოვრებთა ბოროტების ამბავი (იონა 1:2). ნინევე თავისი გარეუბნებით „სამი დღის სავალი“ დიდი ქალაქი იყო. ბოლოს, როდესაც იონა ღმერთს დაემორჩილა და ნინევეში ჩავიდა, მან ქადაგება დაიწყო: „კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე“. ამის მოსმენის შემდეგ, „იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და . . . ჯვალოთი შეიმოსნენ“. ნინევეს მეფემაც კი მოინანია (იონა 3:1—6).

      7. რა დამოკიდებულება ჰქონდა იეჰოვას მომნანიებელი ნინეველების მიმართ?

      7 მათი რეაქცია სრულიად განსხვავდებოდა სოდომელთა საქციელისგან. რა დამოკიდებულება ჰქონდა იეჰოვას მომნანიებელი ნინეველების მიმართ? იონას 3:10-ში ვკითხულობთ: „შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ და აღარ უყო“. იეჰოვამ იმ გაგებით „შეინანა“, რომ სხვაგვარად მოექცა ნინეველებს, რადგანაც მათ ბოროტების კეთება მიატოვეს. ღვთის ნორმები არ შეცვლილა, მაგრამ იეჰოვამ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება, როდესაც დაინახა, რომ ქალაქის მოსახლეობამ მოინანია (მალაქია 3:6).

      8. რამ გაანაწყენა იონა?

      8 გაიზიარა იონამ იეჰოვას თვალსაზრისი, როდესაც გაიგო, რომ ნინევე აღარ განადგურდებოდა? არა. ამის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „ძალზე განაწყენდა და გამწარდა იონა“. გარდა ამისა, მან «ილოცა უფლის მიმართ და უთხრა: „ჰე, უფალო, განა ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი თარშიშში, რომ ვიცოდი, მონანიე და ლმობიერი ღმერთი ხარ, რისხვაგვიანი და მრავალმოწყალე; ნანობ ხოლმე ბოროტისყოფას“» (იონა 4:1, 2). იონასთვის კარგად იყო ნაცნობი იეჰოვას თვისებები. მაგრამ ამ შემთხვევამ წინასწარმეტყველი გაანაწყენა და მან არ ისურვა მომნანიებელ მცხოვრებლებზე ღვთის თვალსაზრისის გაზიარება.

      9, 10. ა) რა და როგორ ასწავლა იეჰოვამ იონას? ბ) რატომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბოლოს იონამ გაიზიარა ნინეველებზე იეჰოვას თვალსაზრისი?

      9 იონა ქალაქიდან გავიდა, ჩარდახი გაიკეთა, მის ჩრდილში დაჯდა და „დაელოდა, რა მოუვიდოდა ქალაქს“. იეჰოვას ნებით იქვე ერთი აყირო გაიზარდა, რათა იონას ჩრდილი ჰქონოდა. მაგრამ მცენარე მეორე დღეს გახმა. ამან იონა გაამწარა, რაზეც იეჰოვამ უთხრა: „შენ ერთი აყირო დაგენანა . . . აბა, მე როგორ არ დამენანოს დიდი ქალაქი ნინევე, სადაც ასოცი ათასზე მეტი კაცია, ერთმანეთისგან რომ ვერ გაურჩევია მარჯვენა და მარცხენა, და სადაც უთვალავი პირუტყვია?“ (იონა 4:5—11). რამდენ რამეს ისწავლიდა იონა ადამიანების მიმართ იეჰოვას დამოკიდებულებაზე!

      10 ბიბლიაში ჩაწერილი არ არის, როგორ მოიქცა იონა ღვთის ამ სიტყვების შემდეგ, მაგრამ ნათელია, რომ მან შეიცვალა თვალსაზრისი მომნანიებელ ნინეველებზე. ასეთი დასკვნის გამოტანა იმის საფუძველზე შეგვიძლია, რომ იეჰოვამ ის თავისი სულის შთაგონებით ამ ამბის დასაწერად გამოიყენა.

  • რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ადამიანების მიმართ იეჰოვას დღის მოახლოებისას?
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ივლისი
    • 12. რატომ შეიძლება ადვილად განგვივითარდეს ადამიანების მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როგორიც იონას ჰქონდა და რის გაკეთება შეგვიძლია ასეთ შემთხვევაში?

      12 სავსებით ნორმალურია ის, რომ გვსურს, მალე მოეღოს ბოლო ბოროტებას (აბაკუმი 1:2, 3). მიუხედავად ამისა, ადვილად შეიძლება განგვივითარდეს ადამიანებისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორიც იონას ჰქონდა — აღარ დავინტერესდეთ იმ ხალხის მომავლით, რომლებმაც შეიძლება მოინანიონ. ამის ალბათობა უფრო მეტია, თუ კარდაკარ ქადაგებისას ხშირად ვხვდებით გულგრილ, უარყოფითად განწყობილ და აგრესიულ ადამიანებს. არსებობს საშიშროება, რომ ყურადღება აღარ მივაქციოთ მათ, ვინც იეჰოვამ ამ ბოროტი სისტემიდან უნდა გამოიყვანოს (რომაელთა 2:4). თუ სერიოზული თვითშემოწმების შემდეგ მცირეოდენ მსგავსებას მაინც შევნიშნავთ ხალხის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებასა და ნინეველებისადმი იონას თავდაპირველ დამოკიდებულებას შორის, ღმერთს უნდა ვთხოვოთ, დაგვეხმაროს იმაში, რომ ადამიანებს მისი თვალით ვუყუროთ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება