საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მან საკუთარ შეცდომებზე ისწავლა
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 იანვარი
    • უცებ იონამ შენიშნა, რომ მისკენ უზარმაზარი არსება მიცურავდა. ის მიუახლოვდა იონას, გააღო ვეებერთელა პირი და გადაყლაპა.

      იონას სიცოცხლე ამით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საოცარი რამ მოხდა. იონა გადაურჩა თევზის კბილებს. ის არც გაგუდულა. მიუხედავად იმისა, რომ თევზის მუცელი იონასთვის სამარედ უნდა ქცეულიყო, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თანდათანობით იონას შიში დაეუფლა. აშკარა იყო, რომ მისმა ღმერთმა, იეჰოვამ „დიდ თევზს ჩააყლაპვინა იონა“ (იონა 1:17).c

      იონას, ალბათ, წუთები საათებად მოეჩვენა. იქ, სიბნელეში, მას დრო ჰქონდა, ეფიქრა და იეჰოვასთვის ლოცვით მიემართა. მისი ლოცვა სრულადაა ჩაწერილი „იონას“ მეორე თავში. ეს ლოცვა გვიჩვენებს, რომ იონამ კარგად იცოდა წმინდა წერილები, რადგან ის „ფსალმუნებიდან“ ციტირებდა. მისი ლოცვიდან ისიც ჩანს, რომ ის შესანიშნავ თვისებას, მადლიერებას ავლენდა. იონა ასე ამთავრებს ლოცვას: „მე სამადლობელს გეტყვი და მსხვერპლს შემოგწირავ. რაც აღმითქვამს, შევასრულებ. ხსნა იეჰოვასგანაა“ (იონა 2:9).

      იონა მიხვდა, რომ სადაც არ უნდა იყვნენ მისი მსახურები, იეჰოვას ნებისმიერ დროს შეუძლია მათი ხსნა. ღმერთმა „თევზის მუცელშიც“ კი დაინახა გასაჭირში მყოფი თავისი მსახური და გადაარჩინა (იონა 1:17). მხოლოდ იეჰოვას შეეძლო, სიცოცხლე შეენარჩუნებინა იონასთვის დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს. კარგია გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ღმერთის ‘ხელთაა ჩვენი სუნთქვა’ (დანიელი 5:23). ჩვენი არსებობა, ჩვენი ყოველი ამოსუნთქვა, მასზეა დამოკიდებული. ვართ ამისთვის მადლიერნი? განა ჩვენს მადლიერებას მორჩილებით არ უნდა ვავლენდეთ?!

      რა შეიძლება ითქვას იონაზე? მან ისწავლა, რომ მადლიერება ღვთისადმი მორჩილებით უნდა დაემტკიცებინა. სამი დღე-ღამის შემდეგ თევზმა იონა „ხმელეთზე ამოანთხია“ (იონა 2:10). წარმოიდგინეთ, იონას ნაპირამდე გაცურვაც კი არ დასჭირვებია!

  • მან საკუთარ შეცდომებზე ისწავლა
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 იანვარი
    • c ბერძნულ თარგმანში სიტყვა „თევზი“ გადმოტანილია, როგორც „ზღვის ურჩხული“ ან „უშველებელი თევზი“. მართალია, ზუსტად არაა ცნობილი, თუ რა ჯიშის ზღვის ცხოველი იგულისხმება ამაში, მაგრამ დამტკიცებულია, რომ ხმელთაშუა ზღვაში იმხელა ზვიგენები დაცურავენ, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ ადამიანის გადაყლაპვა. სხვა ადგილებში უფრო დიდი ზვიგენებიც ბინადრობენ. მაგალითად, ვეშაპისებრი ზვიგენი შესაძლოა სიგრძეში 15 მეტრს და მეტსაც აღწევდეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება