-
ღირსეული, მზრუნველი და თავგანწირული მამასაგუშაგო კოშკი — 2012 | 1 აპრილი
-
-
იოსებმა ეს-ესაა ბოლო ტვირთი გადაჰკიდა თავის ვირს. წარმოიდგინეთ, როგორ მიმოავლებდა იგი თვალს წყვდიადში ჩაფლულ ბეთლემს და როგორ გადაუსვამდა გავაზე ხელს საპალნით დამძიმებულ პირუტყვს. უეჭველია, ის ფიქრობდა, თუ რამხელა გზა ჰქონდა გასავლელი, სანამ ეგვიპტემდე ჩააღწევდა. ალბათ, ისიც ადარდებდა, როგორ შეეგუებოდა მისი ოჯახი ასეთ დიდ ცვლილებას; მათ ხომ სრულიად უცხო ხალხში მოუწევდათ ცხოვრება, ახალი ენის სწავლა და ახალ კულტურასთან შეგუება?!
იოსებისთვის ადვილი არ იყო, თავისი საყვარელი მეუღლისთვის, მარიამისთვის, ცუდი ამბავი შეეტყობინებინა. მაგრამ მან თავი ხელში აიყვანა და მარიამს მოუყვა, რა უთხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: მეფე ჰეროდე მათი პატარა ვაჟის მოკვლას აპირებდა. ამიტომ, ისინი იქაურობას უნდა გასცლოდნენ (მათე 2:13, 14). ამ ამბავმა მარიამს თავზარი დასცა. მას ვერ წარმოედგინა, ვის უნდა ნდომებოდა მისი უდანაშაულო, თოთო ბავშვის სიკვდილი. ვერც მარიამი და ვერც იოსები ვერ ხვდებოდნენ, ბოლომდე რა ხდებოდა. მაგრამ მიენდნენ იეჰოვას და გასამგზავრებლად მოემზადნენ.
ბეთლემს ღრმა ძილით ეძინა. სოფელში ვერავინ წარმოიდგენდა, რა საშინელი ტრაგედია დატრიალდებოდა მათ თავს. იოსებმა, მარიამმა და იესომ კი ამ დროს ზურგს უკან მოიტოვეს ღამის წყვდიადში გახვეული ბეთლემი. ისინი სამხრეთისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. მალე აღმოსავლეთით ცამაც ინათა. ალბათ, იოსებს მოსვენებას უკარგავდა იმაზე ფიქრი, თუ რა ელოდათ წინ. იგი იმაზეც წუხდა, როგორ შეძლებდა უბრალო დურგალი ძლიერი მტრის ხელიდან თავისი ოჯახის დახსნას. შეძლებდა ის საკუთარი ძალით მათ რჩენას? ღირსეულად შეასრულებდა ის ღვთისგან დაკისრებულ უდიდეს პასუხისმგებლობას, ეზრუნა ამ არაჩვეულებრივ ბავშვზე და აღეზარდა ის? იოსები დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა.
-
-
ღირსეული, მზრუნველი და თავგანწირული მამასაგუშაგო კოშკი — 2012 | 1 აპრილი
-
-
მანამდე ცოტა ხნით ადრე, სანამ ასტროლოგები იოსების ოჯახს დაემშვიდობებოდნენ, იეჰოვას ანგელოზმა იოსები გააფრთხილა: „ადექი, წაიყვანე ბავშვი და დედამისი, გაიქეცი ეგვიპტეში და იყავი იქ, სანამ რამეს გეტყოდე, რადგან ჰეროდე ბავშვის მოძებნასა და მოკვლას აპირებს“ (მათე 2:13). როგორც დასაწყისში მოვიხსენიეთ, იოსები უმალვე დაემორჩილა ღმერთს. მან თავისი შვილის უსაფრთხოება ყველაფერზე წინ დააყენა და ოჯახი ეგვიპტეში წაიყვანა. ვინაიდან ასტროლოგებმა იოსების ოჯახს ძვირფასი საჩუქრები მიართვეს, მათ საკმარისი სახსრები ექნებოდათ, რაც მგზავრობისას და ეგვიპტეში ცხოვრების პირველ ხანებში წაადგებოდათ.
მოგვიანებით დაწერილ აპოკრიფულ მითებსა და ლეგენდებში მათი მგზავრობა ისეა აღწერილი, რაც სინამდვილისგან შორს არის. მაგალითად, ამ მითებში ნათქვამია, რომ პატარა იესომ სასწაული მოახდინა და გზა შეამოკლა, ყაჩაღები გააკეთილშობილა და ფინიკის პალმებს ტოტები დაბლა დაახრევინა, დედამისს რომ ნაყოფი მოეკრიფა.c სინამდვილეში კი მათ გრძელი, დამქანცველი გზის გავლა მოუწიათ, რომელსაც ბოლო არ უჩანდა.
-
-
ღირსეული, მზრუნველი და თავგანწირული მამასაგუშაგო კოშკი — 2012 | 1 აპრილი
-
-
c ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ იესომ პირველი სასწაული მონათვლის შემდეგ მოახდინა (იოანე 2:1—11). აპოკრიფული სახარებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სტატიაში „არის აპოკრიფულ სახარებებში იესოს შესახებ დაფარული სიმართლე?“, გვერდი 18.
-