საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მომისმინეთ, აი რა მესიზმრა“
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 აგვისტო
    • იაკობმა იოსებს განსაკუთრებული მოსასხამი მოასხა

      იაკობი აფასებდა იოსებს ერთგულებისა და სამართლიანობის გამო

      შესაძლოა იმის გამო, რომ იოსები მტკიცედ იცავდა იმას, რაც სწორი იყო, იაკობმა მას განსაკუთრებული პატივი დასდო; მან იოსებისთვის გამორჩეული ტანსაცმელი დაამზადებინა (დაბადება 37:3). როგორც ჩანს, ეს იყო გრძელი ელეგანტური მოსასხამი, რომელიც სრულად უფარავდა მკლავებსა და კოჭებს. ასეთ მოსასხამებს დიდგვაროვნები და უფლისწულები ატარებდნენ.

      მართალია, იაკობს კარგი განზრახვა ჰქონდა და იოსებიც ძალიან გაახარა სიყვარულით გაკეთებულმა ამ საჩუქარმა, მაგრამ მოსასხამმა მას საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნა. გავიხსენოთ, რომ იოსები მწყემსი იყო, რაც მძიმე ფიზიკურ შრომას უკავშირდებოდა. წარმოიდგინეთ სამეფო მოსასხამში გამოწყობილი ახალგაზრდა, რომელიც ბალახებში იკვალავს გზას, კლდოვან ადგილებში მიბობღავს ან ეკლიან ბუჩქებში გახლართულ ბატკანს ათავისუფლებს. დავფიქრდეთ იმაზეც, თუ როგორ იმოქმედებდა ძმებთან მის ურთიერთობაზე მამის მხრიდან იოსების მიმართ გამოვლენილი განსაკუთრებული პატივი?

      ბიბლიაში ვკითხულობთ: „როცა დაინახეს მისმა ძმებმა, რომ მამას მათზე მეტად უყვარდა ის, შეიძულეს იგი და მშვიდად ვეღარ ელაპარაკებოდნენ“a (დაბადება 37:4). ერთის მხრივ, მათი შური შეიძლება გასაგები იყოს, მაგრამ იოსების ძმები უგუნურად მოიქცნენ, როცა ამ მომწამლავ გრძნობას გასაქანი მისცეს (იგავები 14:30; 27:4). შეგშურებიათ სხვისი, როდესაც მას მიუღია ის ყურადღება და პატივი, რაც თქვენ გინდოდათ, რომ მიგეღოთ? გახსოვდეთ იოსების ძმები! შურმა მათ ისეთი სამარცხვინო საქციელი ჩაადენინა, რაც მოგვიანებით მწარედ ინანეს. მათი მაგალითი შეახსენებს ქრისტიანებს, რომ გაცილებით გონივრულია, მოხარულებთან იხარონ (რომაელები 12:15).

      უდავოა, იოსები გრძნობდა ძმების მტრულ დამოკიდებულებას. ხომ არ მალავდა ამის გამო თავის ლამაზ მოსასხამს, როცა ძმებთან იყო? შეიძლება უნდოდა კიდეც ამის გაკეთება, მაგრამ გაიხსენეთ, იაკობს სურდა, რომ მის შვილს ეს მოსასხამი მისი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად ეტარებინა. იოსებს უნდოდა, მამის მოლოდინი გაემართლებინა და ერთგულად ატარებდა მოსასხამს. რა კარგი მაგალითია ჩვენთვის! ჩვენი ზეციერი მამა მიკერძოებას არასოდეს ავლენს, მაგრამ ზოგჯერ ის გამოარჩევს ხოლმე თავის ერთგულ მსახურებს და განსაკუთრებულ პატივს ანიჭებს. უფრო მეტიც, ის მათგან მოითხოვს, რომ განსხვავდებოდნენ ამ გახრწნილ და ბოროტ ქვეყნიერებაში მცხოვრები ხალხისგან. როგორც მოსასხამი გამოარჩევდა იოსებს სხვებისგან, ისე გამოირჩევიან ჭეშმარიტი ქრისტიანები თავიანთი საქციელით გარშემომყოფებისგან. ეს კი ზოგჯერ შურსა და აგრესიას იწვევს (1 პეტრე 4:4). უნდა დამალონ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა, რომ ღვთის მსახურები არიან? როგორც იოსები არ მალავდა თავის მოსასხამს, არც მათ უნდა დამალონ თავიანთი ვინაობა (ლუკა 11:33).

  • „მომისმინეთ, აი რა მესიზმრა“
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 აგვისტო
    • a ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ იოსების ძმებმა მამის მიერ იოსებისთვის გაკეთებული საჩუქარი იმის ნიშნად ჩათვალეს, რომ იაკობი პირმშოობის უფლებას მას მიანიჭებდა. მათ იცოდნენ, რომ იოსები პირველი შვილი იყო იაკობის საყვარელი ქალისა, რომელიც წესით მისი პირველი ცოლი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, იაკობის პირმშო რეუბენი მამამისის ხარჭასთან დაწვა, რითაც შეურაცხყო იაკობი და პირმშოობის უფლება დაკარგა (დაბადება 35:22; 49:3, 4).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება