-
შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე ცვლილებების დროსსაგუშაგო კოშკი — 2018 | ოქტომბერი
-
-
როგორ გვეხმარება „ღვთის მშვიდობა“
3. რა სიტუაციაში აღმოჩნდა იოსები?
3 იოსები 17 წლისა იქნებოდა, როცა შურით აღვსილმა ძმებმა მონად გაყიდეს, რადგან მათ მამას, იაკობს, ძალიან უყვარდა ის (დაბ. 37:2—4, 23—28). საყვარელ მამას მოწყვეტილი იოსები დაახლოებით 13 წლის მანძილზე მონა და პატიმარი იყო ეგვიპტეში. რა დაეხმარა მას, რომ გული არ გასტეხოდა და არ გაბოროტებულიყო?
4. ა) რაზე ამახვილებდა ყურადღებას პატიმრობაში მყოფი იოსები? ბ) როგორ უპასუხა იეჰოვამ იოსების ლოცვებს?
4 პატიმრობით გატანჯული იოსები იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რასაც იეჰოვა მის დასახმარებლად აკეთებდა (დაბ. 39:21; ფსალმ. 105:17—19). მოზარდობის დროს ნანახი წინასწარმეტყველური სიზმრებიც დაარწმუნებდა იოსებს, რომ იეჰოვა მის მიმართ კეთილგანწყობილი იყო (დაბ. 37:5—11). ის, ალბათ, არაერთხელ გაუზიარებდა იეჰოვას თავის საწუხარს (ფსალმ. 145:18). გულმხურვალე ლოცვების პასუხად იეჰოვამ აგრძნობინა იოსებს, რომ მის გვერდით იქნებოდა ყველა გასაჭირში (საქ. 7:9, 10).a
-
-
შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე ცვლილებების დროსსაგუშაგო კოშკი — 2018 | ოქტომბერი
-
-
მიეცით იეჰოვას თქვენი კურთხევის მიზეზი
შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იოსებს? (იხილეთ აბზაცები 11—13)
11, 12. ა) როგორ მისცა იოსებმა იეჰოვას კურთხევის მიზეზი? ბ) როგორ აკურთხა იეჰოვამ იოსები მოთმინებისთვის?
11 როცა მოულოდნელად იცვლება ჩვენი ცხოვრება, შეიძლება მომავალზე წუხილმა იმდენად მოგვიცვას, რომ სხვა ვეღარაფერზე ვიფიქროთ. თავისუფლად შეიძლებოდა იოსებსაც დამართოდა ასე, თუმცა აშკარაა, რომ მან საუკეთესოდ გამოიყენა შექმნილი ვითარება, რითაც იეჰოვას კურთხევის მიზეზი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ციხეში იყო, იოსები საპყრობილის ზედამხედველის ნებისმიერ დავალებას გულმოდგინედ ასრულებდა, როგორც ამას ფოტიფარის სახლში მსახურების დროს აკეთებდა (დაბ. 39:21—23).
12 ერთხელ იოსებს ორ მამაკაცზე ზრუნვა დაავალეს, რომლებსაც მანამდე ფარაონის სასახლეში მაღალი მდგომარეობა ეკავათ. იოსები იმდენად კეთილად ექცეოდა ამ პატიმრებს, რომ ორივემ გული გადაუშალა მას. მათ იოსებს თავიანთი საწუხარი და სიზმრები გაანდეს, რომელთა გამოც საგონებელში იყვნენ ჩაცვენილი (დაბ. 40:5—8). იოსები ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს საუბარი მის მომავალსაც შეცვლიდა. თუმცა მან კიდევ ორი წელი დაჰყო ციხეში. საბოლოოდ ის გაათავისუფლეს და იმ დღესვე ფარაონის შემდეგ ეგვიპტეში მეორე კაცად დანიშნეს (დაბ. 41:1, 14—16, 39—41).
13. როგორ შეგვიძლია ნებისმიერ ვითარებაში მივცეთ იეჰოვას ჩვენი კურთხევის მიზეზი?
13 იოსების მსგავსად ჩვენც შეიძლება აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როცა თითქმის არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია. მაგრამ, თუ მოთმინებას შევინარჩუნებთ და ყველანაირად შევეცდებით, შექმნილი მდგომარეობა საუკეთესოდ გამოვიყენოთ, იეჰოვას ჩვენი კურთხევის მიზეზს მივცემთ (ფსალმ. 37:5).
-