-
შეგიძლია კვლავაც აიღო პასუხისმგებლობები?საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აგვისტო
-
-
ყველა დაკარგული პასუხისმგებლობის ერთბაშად დაბრუნება იშვიათად ხდება. თუმცა დროთა განმავლობაში შეიძლება მოგეცეს ისინი. თუ ყოველ ახალ დავალებას მზადყოფნით მიიღებ და გულმოდგინედ შეასრულებ, ეს შესაძლებლობას მოგცემს, რომ სხვა პასუხისმგებლობებიც მიიღო. შენს შემთხვევაში შეიძლება ეს ისე სწრაფად არ მოხდეს, როგორც გინდა, რადგან შესაძლოა არსებობდეს ხელისშემშლელი ფაქტორები. მიუხედავად ამისა, მზადყოფნისა და გულმოდგინების გამოვლენა კარგ შედეგებს მოგიტანს.
მოვიყვანოთ იაკობის ვაჟის, იოსების შემთხვევა. 17 წლის იოსები ძმებმა მონად გაყიდეს (დაბ. 37:2, 26—28). უდავოა, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ. მაგრამ მონობაში ის გულმოდგინედ ასრულებდა თავის საქმეს და იეჰოვას კურთხევით „თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლის“ ზედამხედველი გახდა (დაბ. 39:2). მოგვიანებით იოსები საპყრობილეში ჩასვეს, მაგრამ მან ბოლომდე შეინარჩუნა ერთგულება და იეჰოვაც მასთან იყო, ამიტომ საპყრობილის ზედამხედველმა ყველაფერი მას ჩააბარა (დაბ. 39:21—23).
იოსებმა არ იცოდა, რომ ყველაფერი, რაც თავს გადახდა, გარკვეულ მიზანს მოემსახურებოდა. ის უბრალოდ აკეთებდა იმას, რაც შეეძლო. იეჰოვამ იოსები იმისთვის გამოიყენა, რომ აღთქმული შთამომავლის ხაზი არ შეწყვეტილიყო (დაბ. 3:15; 45:5—8). ცხადია, არც ერთი ჩვენგანი არ მოველით, რომ იოსებივით განსაკუთრებულ როლს შევასრულებთ, მაგრამ ამ შემთხვევიდან იმას ვიგებთ, რომ კრებაში ნებისმიერი პასუხისმგებლობის მიღება იეჰოვას ხელმძღვანელობით ხდება. იოსების მსგავსად, მიეცი იეჰოვას შესაძლებლობა, რომ თავისი ნების შესასრულებლად გამოგიყენოს.
-
-
შეგიძლია კვლავაც აიღო პასუხისმგებლობები?საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აგვისტო
-
-
იყავი მომთმენი და გამოავლინე მზადყოფნის სული. ადვილად შეიძლებოდა, რომ იოსებს შესძულებოდა ძმები და გასჩენოდა შურისძიების გრძნობა. მაგრამ ის შეეცადა გაეგო ძმებისთვის და გულმოწყალება გამოავლინა (დაბ. 50:15—21). თუ განაწყენებული ხარ, გამოავლინე მოთმინება და მზად იყავი, რომ იეჰოვამ გასწავლოს.
-