-
იესოს სხეულს დასაკრძალად ამზადებენიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
ამ დროს იქ იმყოფება ერთი „მდიდარი კაცი“, სინედრიონის პატივცემული წევრი იოსები; ის ქალაქ არიმათეიდანაა (მათე 27:57). იგი კარგი და მართალი კაცის სახელითაა ცნობილი, რომელიც „ღვთის სამეფოს“ ელის. იოსებ არიმათეელი არ ეთანხმება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლომ იესოს წინააღმდეგ მიიღო, რადგან იგი მისი მოწაფეა, ოღონდ იუდეველების შიშით ფარულად (ლუკა 23:50; მარკოზი 15:43; იოანე 19:38). იოსები გაბედულებას იკრებს და პილატეს იესოს ცხედრის ჩამოხსნის ნებართვას სთხოვს. პილატე ასისთავს უხმობს, რომელიც ამ ყველაფერს მეთვალყურეობს და მისგან იგებს, რომ იესო ნამდვილად მკვდარია. ამის შემდეგ იოსებს ცხედრის ჩამოხსნის ნებას რთავს.
იოსები ყიდულობს საუკეთესო სელის სუფთა ტილოს, ცხედარს ძელიდან ხსნის და მასში ახვევს, რათა დაკრძალვისთვის მოამზადოს.
-
-
იესოს სხეულს დასაკრძალად ამზადებენიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
იოსებს იქვე ახლოს კლდეში გამოკვეთილი სამარხი აქვს, რომელშიც მანამდე არავინ დაუსვენებიათ. იესოს სხეულს სწორედ იქ ასვენებენ და სამარხის შესასვლელთან დიდ ლოდს დებენ.
-