საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „უკანასკნელ დღეებში“ მსახურება
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
    • ორი წლის შემდეგ, ძვ. წ. 659 წელს, ის მოკლეს და იუდას სამეფო ტახტზე მისი 8 წლის ვაჟი, იოშია ავიდა.

      6 იოშიას 31-წლიანი მეფობის პერიოდში ასურეთი უფრო და უფრო სუსტდებოდა, ბაბილონის სამეფო კი ძლიერდებოდა. იოშიამ დაინახა, რომ დადგა დრო იუდას სამეფო ისევ გათავისუფლებულიყო უცხოელი დამპყრობლებისგან. თავისი მამისა და პაპისგან განსხვავებით, იოშია იეჰოვას ერთგული იყო და ქვეყანაში მნიშვნელოვანი რელიგიური რეფორმები გაატარა (2 მეფ. 21:19—22:2). გამეფებიდან მეთორმეტე წელს მან მთელ სამეფოში გაანადგურა მაღლობები, წმინდა ბოძები და კერპები, მოგვიანებით კი იეჰოვას ტაძრის შეკეთების ბრძანება გასცა (წაიკითხეთ 2 მატიანეს 34:1—8). აღსანიშნავია, რომ იერემია ღვთის წინასწარმეტყველად იოშიას მეფობის მეცამეტე წელს (ძვ. წ. 647) დაინიშნა.

      რას იგრძნობდით, იერემიას დროს წინასწარმეტყველი რომ ყოფილიყავით?

      7, 8. ა) როგორ განსხვავდებოდა იოშიას მმართველობა მისი წინამორბედების, მენაშესა და ამონის მმართველობისგან? ბ) როგორი მეფე იყო იოშია? (იხილეთ ჩარჩო მე-20 გვერდზე).

      7 ღვთისმოშიში მეფის, იოშიას, მეფობის მეთვრამეტე წელს, იმ დროს, როცა ტაძრის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა, მღვდელმთავარმა იპოვა კანონის წიგნი. მეფემ მწერალს სთხოვა, წაეკითხა მისთვის ეს წიგნი. მან აღიარა თავისი ხალხის შეცდომები, იეჰოვასგან ხელმძღვანელობის მისაღებად წინასწარმეტყველ ხულდას მიმართა და ხალხს მოუწოდა, ღვთის კანონებს დამორჩილებოდა. ხულდამ უთხრა იოშიას, რომ იუდეველთა ორგულობის გამო იეჰოვა უბედურებას დაატეხდა მათ თავს. მაგრამ ეს იოშიას სიცოცხლეში არ მოხდებოდა, რადგან ის წმინდა თაყვანისმცემლობისადმი მოშურნეობას ავლენდა (2 მეფ. 22:8, 14—20).

      დიაგრამა 19 გვერდზე

      8 მეფე იოშიამ კიდევ ერთხელ გაილაშქრა კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ, რათა ბოლომდე აღმოეფხვრა ქვეყნიდან ის. მეფე იმდენად მოწადინებული იყო, რომ ბეთელში არსებული მაღლობიცა და სამსხვერპლოც კი მოსპო, რომელიც ერთ დროს ისრაელის ათტომიან სამეფოს ეკუთვნოდა. მან ასევე ორგანიზება გაუწია იმას, რომ მთელ ხალხს ერთად აღენიშნა პასექის დღესასწაული (2 მეფ. 23:4—25). წარმოიდგინეთ, როგორი გახარებული იქნებოდა იერემია! თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადვილი არ იქნებოდა ხალხის აღძვრა, ცვლილებები მოეხდინათ ცხოვრებაში. მენაშემ და ამონმა მთელი ერი საზიზღარ კერპთაყვანისმცემლობაში გახვიეს, რის გამოც ხალხი სულიერად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. მეფის მიერ გატარებული რეფორმების მიუხედავად, ღმერთმა იერემიას პირით განაცხადა, რომ მათ იმდენი ცრუ ღმერთი ჰყავდათ, რამდენი ქალაქიც ჰქონდათ. წინასწარმეტყველის თანამემამულეები ორგული ცოლივით მოღალატეები იყვნენ — მათ ზურგი აქციეს იეჰოვას და უცხო ღმერთებს გაეკიდნენ. იერემიამ განუცხადა მათ: „რამდენი ქუჩაც არის იერუსალიმში, იმდენ სამსხვერპლოს უდგამთ სამარცხვინოს; დგამთ სამსხვერპლოებს ბაალისთვის შესაწირავის ასაბოლებლად“ (წაიკითხეთ იერემიას 11:1—3, 13).

      9. რა მოვლენები ხდებოდა საერთაშორისო არენაზე იოშიას მეფობის ბოლო წლებში?

      9 იერემიას გაცხადებულმა ცნობამ ვერც იუდეველები შეცვალა და ვერც გარშემო მყოფი ერები შეაჩერა, რომლებიც თავიანთი გავლენის გაფართოებას ცდილობდნენ იმ მხარეში. ძვ. წ. 632 წელს ბაბილონელთა და მიდიელთა ჯარებმა გაანადგურეს ასურეთის დედაქალაქი ნინევე. სამი წლის შემდეგ ეგვიპტის ფარაონი ნექო თავის ჯართან ერთად გაემართა ჩრდილოეთისკენ ალყაში მოქცეული ასურელების დასახმარებლად. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რატომ შეეცადა იოშია ეგვიპტელთა ჯარების უკან გაბრუნებას, რომლებსაც მეგიდოში შეხვდა, თუმცა ის კი წერია, რომ ამ დროს მეფე სასიკვდილოდ დაჭრეს (2 მატ. 35:20—24). როგორ შეცვლიდა ეს ტრაგედია იუდაში პოლიტიკურ და რელიგიურ მდგომარეობას? რა ახალი სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა იერემია?

      იუდაში ვითარება იცვლება

      10. ა) რით ჰგავს იოშიას სიკვდილის შემდგომი პერიოდი ჩვენს დროს? ბ) რას ვსწავლობთ იერემიასგან?

      10 წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდა იერემიას, როცა გაიგებდა, რომ იოშია მოკვდა. დამწუხრებული წინასწარმეტყველი მოთქვამდა და სამგლოვიარო სიმღერებით დასტიროდა მეფეს (2 მატ. 35:25). მსოფლიო არასტაბილური პოლიტიკური ვითარება იუდაზეც აისახებოდა და ისედაც რთულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. დაპირისპირებული მხარეები — ეგვიპტე, ასურეთი და ბაბილონი — იმ მხარის გასაკონტროლებლად სხვადასხვა ხრიკს იყენებდნენ. იუდაში რელიგიური ვითარება იოშიას სიკვდილისთანავე შეიცვალა — დამთავრდა იერემიას მსახურებისთვის ხელსაყრელი ხანა და დამყარდა რეჟიმი, რომელიც მის მოღვაწეობას უკიდურესად გაართულებდა.

      იოშია — იუდას უკანასკნელი კარგი მეფე

      სურათი 20 გვერდზე

      იუდაში ამონის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი რვა წლის ვაჟი, იოშია. 15 წლის იყო იოშია, როცა ღვთის ძიება და „თავისი წინაპრის, დავითის გზით“ სიარული დაიწყო; 19 წლის იყო, როცა ცრუთაყვანისმცემლობის აღმოფხვრა დაიწყო იუდასა და ისრაელში და მათი კერპები გაანადგურა; 25 წლისა კი იეჰოვას ტაძრის შეკეთებას შეუდგა (2 მეფ. 21:19—22:2; 2 მატ. 34:2—8).

      ტაძრის შეკეთების დროს იპოვეს „კანონის წიგნი“, რომელიც უშუალოდ მოსეს დაწერილი უნდა ყოფილიყო, და იოშიას წაუკითხეს. მან თავი დაიმდაბლა, ტანსაცმელი შემოიხია და ატირდა. შემდეგ უბრძანა მღვდლებს, ლევიანებს და მთელ ხალხს, დიდსა თუ პატარას, შეკრებილიყვნენ და მოესმინათ წიგნში ჩაწერილი სიტყვები. როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, მან შეთანხმება დადო, რომ „გაჰყვებოდა იეჰოვას, მთელი გულითა და სულით დაიცავდა მის მცნებებს“. ამის შემდეგ იოშიამ კიდევ უფრო გააძლიერა ცრუთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ ბრძოლა. გარდა ამისა ორგანიზება გაუწია პასექის დღესასწაულის მასშტაბური სახით აღნიშვნას. სამუელის შემდეგ ქვეყანაში ეს დღესასწაული ასე აღარ აღენიშნათ (2 მატ. 34:14—35:19).

  • „უკანასკნელ დღეებში“ მსახურება
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება