საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „უკანასკნელ დღეებში“ მსახურება
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
    • 18 ნაბუქოდონოსორმა იუდას მეფედ ამჯერად იოშიას კიდევ ერთი ვაჟი, ციდკია დანიშნა. ის დავითის საგვარეულოდან ბოლო მეფე იყო, რომელიც იერუსალიმში იმეფებდა. მისი მეფობა მაშინ დასრულდა, როცა ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებმა იერუსალიმი და მისი ტაძარი გაანადგურეს (2 მეფ. 24:17). იუდაში ციდკიას 11-წლიანი მეფობა სოციალური და პოლიტიკური არასტაბილურობით ხასიათდება, რაც სხვა ერებთან დაძაბულმა ურთიერთობამ განაპირობა.

      მეფე იეჰოიაკიმი — იეჰოვას წინასწარმეტყველის მკვლელი

      სურათი 25 გვერდზე

      25 წლის იყო იეჰოიაკიმი, როცა ტახტზე ავიდა და იუდაში დაახლოებით 11 წელი იმეფა. 2 მატიანეს 36:5—8-ში მისი საქმეები მხოლოდ ბოროტებად კი არა, სისაძაგლედაც არის მოხსენიებული. მან არაფრად ჩააგდო იერემიას გაფრთხილებები. ის უსამართლო, მოძალადე და მკვლელი მეფე იყო. როცა წინასწარმეტყველი ურია ისეთივე ცნობას აცხადებდა, როგორსაც იერემია, იეჰოიაკიმმა მოაკვლევინა ის. როგორც ჩანს, თვითონ მეფე იერუსალიმში ბაბილონელების ალყის დროს დაიღუპა (იერ. 22:17—19; 26:20—23).

  • „უკანასკნელ დღეებში“ მსახურება
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
    • იუდას სამეფოს ბოლო დღეები

      20. რატომ იყო იერემიასთვის განსაკუთრებით რთული ციდკიას მეფობის პერიოდი? (იხილეთ ჩარჩო 29-ე გვერდზე).

      20 ალბათ ციდკიას მეფობის დრო ყველაზე რთული პერიოდი იყო იერემია წინასწარმეტყველისთვის. თავისი წინამორბედების მსგავსად ციდკიაც „ბოროტებას სჩადიოდა . . . იეჰოვას თვალში“ (იერ. 52:1, 2). ის ბაბილონელებს ემორჩილებოდა და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა იეჰოვას სახელით დააფიცა, რომ მისი მორჩილი ყოფილიყო. თუმცა ციდკია მოგვიანებით მაინც აჯანყდა. მტრები იერემიას აიძულებდნენ, რომ ისიც ბაბილონელების წინააღმდეგ გამოსულიყო (2 მატ. 36:13; ეზეკ. 17:12, 13).

      21—23. ა) რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს იუდეველები ციდკიას მეფობის დროს? ბ) როგორ მოექცნენ იერემიას თავისი სიმტკიცის გამო და რატომ არის ეს თქვენთვის საყურადღებო?

      21 სავარაუდოდ, ციდკიას მეფობის დასაწყისში იერუსალიმში ედომის, მოაბის, ამონის, ტვიროსისა და სიდონის მეფეების მაცნეები ჩავიდნენ. როგორც ჩანს, მათი მიზანი ციდკიას დაყოლიება იყო, რომ მათთან ერთად გამოსულიყო ნაბუქოდონოსორის წინააღმდეგ. იერემიამ ურჩია მეფეს, ბაბილონის მორჩილი დარჩენილიყო და მაცნეებს თოკები და უღელი მისცა იმის დასანახვებლად, რომ მათი ხალხიც ბაბილონის მონობაში აღმოჩნდებოდა (იერ. 27:1—3, 14).c მაგრამ იერემიას რჩევა არავისთვის აღმოჩნდა მოსაწონი. მის მსახურებას ისიც ართულებდა, რომ ცრუწინასწარმეტყველი ხანანია, თითქოს და, ღვთის სახელით აცხადებდა, რომ ბაბილონის მონობის უღელი უნდა გადაეგდოთ. მაგრამ იეჰოვამ იერემიას მეშვეობით იწინასწარმეტყველა, რომ თვითმარქვია ხანანია ერთ წელიწადში ცოცხალი აღარ იქნებოდა, და ეს ასეც მოხდა (იერ. 28:1—3, 16, 17).

      22 იუდას ხალხი ორ ბანაკად გაიყო — ერთნი ბაბილონის მორჩილების მომხრენი იყვნენ, მეორენი კი — აჯანყების. ძვ. წ. 609 წელს ციდკია მართლაც აჯანყდა და ეგვიპტეს დახმარება სთხოვა. ადვილი არ იყო იერემიასთვის პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალულ საზოგადოებაში ქადაგება (იერ. 52:3; ეზეკ. 17:15). დაბრუნდა ნაბუქოდონოსორი თავისი ჯარებით იუდაში აჯანყების ჩასახშობად, დაიპყრო იუდას ქალაქები და კვლავ ალყა შემოარტყა იერუსალიმს. სწორედ ამ დროს იერემიამ ციდკიასა და მის ხალხს განუცხადა, რომ ბაბილონელები იერუსალიმს აიღებდნენ და ყველა, ვინც ქალაქში დარჩებოდა, დაიღუპებოდა, ხოლო, ვინც ქალდეველებს ჩაჰბარდებოდა, ცოცხალი გადარჩებოდა (წაიკითხეთ იერემიას 21:8—10; 52:4 ).

      23 იუდას მთავრები ამბობდნენ, რომ იერემია ბაბილონელების შეგზავნილი კაცი იყო. იმის საშუალებაც კი არ მისცეს იერემიას, რომ თავი ემართლებინა; თავს დაესხნენ, შეიპყრეს და საპატიმროში ჩასვეს (იერ. 37:13—15). ასეთი მოპყრობის მიუხედავად, იერემიას არ შეურბილებია იეჰოვას ცნობა. მთავრებმა წააქეზეს ციდკია, მოეკლა იერემია. მათ წინასწარმეტყველი ამომშრალ ჭაში ჩააგდეს, სადაც ნელ-ნელა ეფლობოდა ტალახში, მაგრამ მეფის კარზე მომსახურე ეთიოპმა ებედ-მელექმა გადაარჩინა ის (იერ. 38:4—13). ჩვენს დროშიც არაერთხელ აღმოჩენილა იეჰოვას ხალხი მსგავს მდგომარეობაში პოლიტიკურ დაპირისპირებებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო. ასეთ განსაცდელებთან შესახვედრად და მათ ასატანად სწორედ იერემიას მაგალითი მოგამზადებთ.

      ციდკია — ბოლო მიწიერი მეფე იუდას ტომიდან

      სურათი 29 გვერდზე

      ციდკია მხდალი და მშიშარა მეფე იყო, რომელიც მთავრებს თავიანთ ჭკუაზე დაჰყავდათ. ბაბილონელების მიერ ბოლო ალყის დროს ის ღვთის ხელმძღვანელობის მისაღებად იერემიასთან მივიდა. თუმცა არ გაითვალისწინა მისი რჩევა, ბაბილონელებს დანებებოდა. მას არ მოეწონა იერემიას ნათქვამი და საპყრობილეში ჩასვა (იერ. 21:1—9; 32:1—5). მიუხედავად ამისა, მეფე მაინც აკითხავდა იერემიას, თუმცა მალულად, რომ იუდას მთავრები არ გაენაწყენებინა. როცა მთავრებმა იერემიას სიკვდილით დასჯა მოითხოვეს, ციდკიამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია მათ და უთხრა: „თქვენს ხელთაა ის, რადგან რას გააწყობს მეფე თქვენთან?!“ მას შემდეგ რაც იერემია სიკვდილს გადაურჩა, მეფემ კვლავ მიაკითხა რჩევისთვის და გაუმხილა შიშის მიზეზი, რომ ღმერთს თუ დაემორჩილებოდა, ხალხი განუდგებოდა (იერ. 37:15—17; 38:4, 5, 14—19, 24—26).

      ყველაფრის მიუხედავად, ციდკიას „არ დაუმდაბლებია თავი წინასწარმეტყველ იერემიას წინაშე . . . კვლავაც გაჯიუტდა ის და გული გაიქვავა, რომ არ დაბრუნებოდა იეჰოვას“ (2 მატ. 36:12, 13; ეზეკ. 21:25).

      24. რა მოხდა ძვ. წ. 607 წელს?

      24 ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებმა იერუსალიმის გალავანი გაარღვიეს და ქალაქი დაეცა. ნაბუქოდონოსორის ჯარებმა იეჰოვას ტაძარი გადაწვეს, ქალაქის გალავანი დაანგრიეს და იუდას მთავრები გაჟლიტეს. ციდკიამ გაქცევა სცადა, თუმცა მალევე შეიპყრეს და ნაბუქოდონოსორს მიჰგვარეს. მან ციდკიას ვაჟები თვალწინ დაუხოცა, თვითონ მას კი თვალები დასთხარა და ბორკილდადებული ბაბილონისკენ მიმავალ გზას გაუყენა (იერ. 39:1—7).

  • „უკანასკნელ დღეებში“ მსახურება
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება