საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რაში — ბიბლიის გავლენიანი კომენტატორი
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 მარტი
    • ამავე დროს, საუკუნეების მანძილზე რაბინული იუდაიზმის მიმდევრები არ აძლევდნენ ხალხს საშუალებას, გულდასმით გამოეკვლიათ ბიბლიური მუხლების სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა. ბიბლიურ სიტყვებსა და მუხლებზე უამრავი იგავი და ლეგენდა არსებობდა. ბევრი ასეთი განმარტება და თქმულება თავმოყრილია მიდრაშულ ლიტერატურაშიb.

  • რაში — ბიბლიის გავლენიანი კომენტატორი
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 მარტი
    • b სიტყვა „მიდრაშ“ ნაწარმოებია ებრაული ზმნის ფუძისგან, რომელიც ნიშნავს „გამოკვლევას, შესწავლას, გამოძიებას“, აგრეთვე „ქადაგებას“.

  • რაში — ბიბლიის გავლენიანი კომენტატორი
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 მარტი
    • მაგრამ შეუძლებელი იყო, უგულებელეყო ებრაელებისთვის საკმაოდ კარგად ცნობილი, გავრცელებული მიდრაშული ლიტერატურა. რაშის კომენტარში ყურადღებას იპყრობს მისი თვალსაზრისი მიდრაშულ ლიტერატურასთან დაკავშირებით, რომელიც ხშირად აბუნდოვნებდა ბიბლიური მუხლების ზუსტ მნიშვნელობას.

      თავის კომენტარში დაბადების 3:8-სთან დაკავშირებით რაში განმარტავს: «არსებობს უამრავი ჰაგადურიc მიდრაში, რომლებიც ჩვენმა ბრძენკაცებმა უკვე სწორი სახით წარმოგვიდგინეს წიგნში „ბერეშით რაბა“ და სხვა რჩეული მიდრაშული თხზულებების კრებულებში. მე მხოლოდ დაინტერესებული ვარ, გავიგო მუხლის ზუსტი მნიშვნელობა (ფეშატ) და გავეცნო ჰაგადებს, რომლებიც კონტექსტის მიხედვით ხსნის ბიბლიურ მუხლს». რაშიმ შეარჩია და მხოლოდ ის მიდრაშები გამოსცა, რომლებიც, მისი აზრით, გასაგებად ხსნიდა მუხლის ან კონტექსტის მნიშვნელობას; მან რედაქცია არ გაუკეთა, ანუ არ დაუშვა, გამოცემულიყო ის მიდრაშები, რომლებიც ორაზროვნებასა და დაბნეულობას იწვევდა. ამის წყალობით მომავალი ებრაელი თაობისთვის ცნობილი გახდა რაშის მიერ გამოცემული საუკეთესო მიდრაშები.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება