საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მან . . . ღმერთს ასიამოვნა“
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 1
    • ენოქმა „მათ შესახებ იწინასწარმეტყველა“

      ენოქი, ეს ძლიერი რწმენის მქონე კაცი, შესაძლოა სრულიად მარტო გრძნობდა თავს უღვთოთა შორის. მაგრამ ეს ყურადღების მიღმა არ დარჩენია იეჰოვა ღმერთს. ერთ დღესაც იეჰოვა დაელაპარაკა თავის ერთგულ მსახურს. მან ენოქს დაავალა, რომ იმ დროს მცხოვრები ხალხისთვის მისი ცნობა გადაეცა. ამგვარად, ენოქი გახდა პირველი წინასწარმეტყველი, რომლის სიტყვებიც ბიბლიაში ჩაიწერა. მისი გამაფრთხილებელი ცნობა ჩვენამდე იუდამ, იესოს ძმამ, მოიტანა, რომელსაც ღმერთმა ეს წინასწარმეტყველება საუკუნეების შემდეგ ჩააწერინა ბიბლიაში.a

      ენოქმა ასეთი წინასწარმეტყველება წარმოთქვა: „აი, მოვიდა იეჰოვა თავის უთვალავ წმინდასთან ერთად, რათა აღასრულოს სამართალი ყველას მიმართ და ამხილოს ყველა უღვთო მათ უღვთო საქმეებში, რომლებსაც უღვთოობით სჩადიოდნენ, და ამხილოს უღვთო ცოდვილები თავის წინააღმდეგ ნათქვამ ყველა აღმაშფოთებელ სიტყვაში“ (იუდა 14, 15). ალბათ, პირველი, რაც შენიშნეთ, ისაა, რომ ენოქი წარსულ დროში საუბრობს, თითქოს ღმერთმა უკვე შეასრულა ეს წინასწარმეტყველური სიტყვები. ამგვარად ბევრი სხვა წინასწარმეტყველება წარმოითქვა. რა იყო ამის მიზანი: წინასწარმეტყველი მოსახდენ მოვლენებს ისე დამაჯერებლად აღწერდა, თითქოს ეს ყველაფერი უკვე მოხდა (ესაია 46:10).

      ენოქი მტრულად განწყობილ ხალხს ღვთის ცნობას უცხადებს

      ენოქი უშიშრად აცხადებდა ღვთის ცნობას მტრულად განწყობილ ქვეყნიერებაში

      ადვილი იყო ენოქისთვის ღვთის ცნობის გაცხადება? წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა ასეთი განაჩენის გაცხადება იმ ხალხისთვის, რომლებთან მიმართებითაც ზემოხსენებულ წინასწარმეტყველებაში ოთხჯერ არის გამოყენებული სიტყვა „უღვთო“. ეს წინასწარმეტყველური სიტყვები მწარე რეალობას ააშკარავებდა: მას შემდეგ, რაც ღმერთმა ედემიდან პირველი წყვილი გააძევა, კაცობრიობა კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო უზნეობაში. მაშინდელ მსოფლიოს გარდაუვალი განადგურება ელოდა — მალე იეჰოვა „თავის უთვალავ წმინდასთან“, ანგელოზებისგან შემდგარ უძლეველ ლაშქართან ერთად ბოლოს მოუღებდა უღვთოებს. ენოქი უშიშრად, თანაც სრულიად მარტო აცხადებდა ღვთის გამაფრთხილებელ ცნობას! ალბათ, ახალგაზრდა ლამექი აღფრთოვანებული იყო პაპამისის გაბედულებით.

      ენოქის მაგალითმა შესაძლოა დაგვაფიქროს: ჩვენც ისევე ვუყურებთ დღევანდელ ქვეყნიერებას, როგორც ღმერთი? განაჩენი, რომელსაც ენოქი გაბედულად აცხადებდა, დღევანდელ მსოფლიოსაც ეხება. ენოქის გაფრთხილების თანახმად, ნოეს დღეებში იეჰოვამ წარღვნა მოავლინა და აღგავა მიწის პირისგან უღვთონი. წარღვნა გამაფრთხილებელი მაგალითია იმ დიდი განადგურების შესახებ, რომელიც კაცობრიობას თავს დაატყდება (მათე 24:38, 39; 2 პეტრე 2:4—6). მალე ღმერთი თავის უთვალავ წმინდასთან ერთად სამართლიან განაჩენს აღასრულებს უღვთო ქვეყნიერებაზე, როგორც ეს წარსულში გააკეთა. თითოეულმა ჩვენგანმა ყურად უნდა ვიღოთ გაფრთხილება, რომელსაც ენოქი აცხადებდა და სხვებსაც ვაუწყოთ ამის შესახებ. შესაძლოა ჩვენი ოჯახის წევრები და მეგობრები ჩვენს რწმენას არ იზიარებენ, რის გამოც დროდადრო თავს მარტოდ ვგრძნობთ. მაგრამ იეჰოვას არასდროს მიუტოვებია ენოქი და არც დღეს მიატოვებს თავის ერთგულ მსახურებს!

  • „მან . . . ღმერთს ასიამოვნა“
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 1
    • a ზოგი ბიბლეისტის მტკიცებით, იუდა ამ სიტყვებს აპოკრიფული წიგნიდან, „ენოქის წიგნიდან“, ციტირებდა; მაგრამ გაურკვეველია, როდის დაიწერა ან ვინ დაწერა ის. ასე რომ, ენოქს ეს წიგნი სრულიად უსაფუძვლოდ მიაკუთვნეს. მართალია, მასში ზუსტად ისე წერია ენოქის წინასწარმეტყველება, როგორც სინამდვილეში იყო, მაგრამ შეიძლება ეს სიტყვები აღებულია უძველესი წყაროდან, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია; ეს შეიძლება ყოფილიყო წერილობით ან ზეპირსიტყვიერად გადმოცემული. როგორც ჩანს, იუდაც ამ უძველეს წყაროს დაეყრდნო ან ენოქის შესახებ თავად იესოსგან მოისმინა, რომელიც მას ზეციდან აკვირდებოდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება