-
სამეფოს დაარსება ზეცაშიღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
38. რაში გვარწმუნებს ქრისტეს მიმდევართა წარმატება და არაერთი გამარჯვება?
38 წინააღმდეგობების მიუხედავად ქრისტეს მიმდევრების სულიერი აღორძინება არ შეჩერებულა. ამ დროიდან მოყოლებული ყოველი მათი წარმატება და გამარჯვება დასტურია იმისა, რომ ღვთის სამეფო მმართველობს! მხოლოდ ღვთის აქტიურმა მხარდაჭერამ და კურთხევამ, რომელსაც ის თავისი ძისა და მესიანური სამეფოს მეშვეობით იძლევა, შეაძლებინა არასრულყოფილ ადამიანთა ჯგუფს, ერთიმეორის მიყოლებით მოეპოვებინა გამარჯვება სატანასა და მის ბოროტ ქვეყნიერებაზე (წაიკითხეთ ესაიას 54:17).
ციხიდან გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე თვეში ძმა რუტერფორდი კონგრესზე ამაღელვებელ მოხსენებას კითხულობს
39, 40. ა) რომელია ამ წიგნის ზოგიერთი თავისებურება? ბ) რაში დაგეხმარებათ ეს წიგნი?
39 მომდევნო თავებში განვიხილავთ, ზეცაში დაარსებიდან დღემდე რას მიაღწია ღვთის სამეფომ დედამიწაზე. წინამდებარე წიგნის თითოეულ ნაწილში მიმოვიხილავთ, რა კეთდებოდა დედამიწაზე ღვთის სამეფოს საქმისთვის. ყოველი თავის ბოლოს გასამეორებელი კითხვები თითოეულ ჩვენგანს დაეხმარება იმის დანახვაში, თუ რამდენად რეალურია ღვთის სამეფო ჩვენთვის.
-