საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ისწრაფეთ მნიშვნელოვანი მიზნისკენ!
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 ოქტომბერი
    • 13. როგორ გაიღო სათანადო მსხვერპლი ერთმა ოჯახმა?

      13 განვიხილოთ ჰენრისა და სიუზანის შემთხვევა. მათ სწამთ ღვთის დანაპირების, რომ ყველა, ვინც სამეფოს პირველ ადგილზე დააყენებს, ღვთისგან დახმარებას მიიღებს (მათე 6:33). ისინი უბრალო სახლში ცხოვრობენ, ამიტომაც ორივეს არ უწევს მუშაობა და, შესაბამისად, მეტი დრო რჩებათ იმისათვის, რომ თავიანთ ქალიშვილებთან ერთად სულიერ საქმეებში მიიღონ მონაწილეობა (ებრაელები 13:15, 16). მათ ერთ-ერთ კეთილმოსურნე მეგობარს არ ესმოდა, თუ რატომ გააკეთეს ჰენრიმ და სიუზანმა ასეთი არჩევანი. მან სიუზანს უთხრა: „ძვირფასო, თუ გინდათ, რომ ოდესმე უკეთეს სახლში იცხოვროთ, ამისთვის რაღაც უნდა დათმოთ“. მაგრამ ჰენრიმ და სიუზანმა იციან, რომ იეჰოვას მსახურების პირველ ადგილზე დაყენებით მიიღებენ „სიცოცხლეს ახლაც და მომავალშიც“ (1 ტიმოთე 4:8; ტიტე 2:12). მათი ქალიშვილები გულმოდგინე სრული დროით მსახურები გახდნენ. ეს ოჯახი ფიქრობს, რომ მათ არაფერი აკლიათ; პირიქით, მათთვის ბევრი სიკეთე მოაქვს „ჭეშმარიტი სიცოცხლისკენ“ სწრაფვას (ფილიპელები 3:8; 1 ტიმოთე 6:6—8).

  • ისწრაფეთ მნიშვნელოვანი მიზნისკენ!
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 ოქტომბერი
    • კიტმა და ბონიმ ყურად იღეს პავლეს ეს რჩევა. კიტი ყვება: „იეჰოვას მოწმე მაშინ გავხდი, როდესაც სტომატოლოგიურ ფაკულტეტს ვამთავრებდი. არჩევნის წინაშე დავდექი. შემეძლო, ბევრი პაციენტი მიმეღო და ბევრი ფული მქონოდა, მაგრამ ეს მსახურებაში შემზღუდავდა. ვარჩიე, ნაკლები პაციენტი მიმეღო, რათა მეტი დრო დამრჩენოდა როგორც სულიერი საქმეებისთვის, ისე ჩემი ოჯახის, ცოლისა და ხუთი ქალიშვილის, ემოციური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. იშვიათად გვქონდა გადანახული თანხა, მაგრამ ფულის ეკონომიურად ხარჯვა ვისწავლეთ, და ყოველთვის გვქონდა ის, რაც გვჭირდებოდა. ოჯახის წევრებს ერთმანეთთან ახლო და თბილი ურთიერთობა გვქონდა, რაც სიხარულს გვანიჭებდა. შედეგად, ყველამ სრული დროით მსახურება დავიწყეთ. დღეს ჩვენს ქალიშვილებს ბედნიერი ოჯახები აქვთ, სამი მათგანი კი დღეს თვითონ არის დედა. ისინი იმიტომ არიან ბედნიერები, რომ პირველ ადგილზე აყენებენ იეჰოვას განზრახვის შესრულებას“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება