-
მეფეთა ორთაბრძოლაყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
ამის ნაცვლად, ის თავაშვებულობამ გაიტაცა. პტოლემე IV-ს შემდეგ, ანტიოქე III-ს სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე, სამხრეთის მეფე მისი ხუთი წლის ვაჟი პტოლემე V გახდა.
-
-
მეფეთა ორთაბრძოლაყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
28. რა პრობლემები ჰქონდა სამხრეთის მცირეწლოვან მეფეს?
28 სამხრეთის მეფეს შინა პრობლემებიც ჰქონდა. „იმ დროს კიდევ მრავალნი აღუდგებიან სამხრეთის მეფეს“, — თქვა ანგელოზმა (დანიელი 11:14ა). მართლაც ‘მრავალნი აღუდგნენ სამხრეთის მეფეს’. ანტიოქე III-ისა და მისი მაკედონელი მოკავშირის გარდა, სამხრეთის მეფეს თავისსავე ქვეყანაში, ეგვიპტეშიც, ჰყავდა მოწინააღმდეგენი. მისი მეურვე აგათოკლე, რომელიც მის მაგივრად მართავდა სამეფოს, ცუდად ეპყრობოდა ხალხს, რის გამოც მრავალი აჯანყდა.
-
-
მეფეთა ორთაბრძოლაყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
მას ვერც სამხრეთის ძალა დააკავებს და ვერც მისი რჩეული ხალხი. მათ არ ეყოფათ ძალა მასთან გასამკლავებლად.
-
-
მეფეთა ორთაბრძოლაყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
30 პტოლემე V-ის ჯარმა ანუ „სამხრეთის ძალამ“ ვერ გაუძლო ჩრდილოეთის მეფის იერიშს. პანეასთან (ფილიპეს კესარია) ბრძოლისას ანტიოქე III-მ ეგვიპტელი მხედართმთავარი სკოპა და მისი 10 000 კაცი ანუ „რჩეული ხალხი“ სიდონში, „ციხე-ქალაქში“, მოიმწყვდია. შემდეგ ‘მიწაყრილები მოაწყო’ და ძვ. წ. 198 წელს აიღო ფინიკიის ეს პორტი.
-
-
მეფეთა ორთაბრძოლაყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
32 ჩრდილოეთის მეფე ანტიოქე III-მ ეგვიპტეზე ‘მთელი თავისი სამეფოს ძალით’ გალაშქრება ‘განიზრახა’. მაგრამ ეს ბრძოლა სამხრეთის მეფე პტოლემე V-სთან სამშვიდობო „ხელშეკრულების“ დადებით დაასრულა. რომმა აიძულა ანტიოქე III, შეეცვალა თავისი გეგმები. როდესაც ის და მაკედონიის მეფე ფილიპე V ეგვიპტის მცირეწლოვანი მეფის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, პტოლემე V-ს მეურვეებმა მფარველობისთვის რომს მიმართეს. რომმა თავისი გავლენის სფეროს გასაფართოებლად ამ შემთხვევით ისარგებლა და ეგვიპტეს მფარველად მოევლინა.
33. ა) რა ხელშეკრულება დადეს ანტიოქე III-მ და პტოლემე V-მ? ბ) რა იყო კლეოპატრა I-ისა და პტოლემე V-ს ქორწინების მიზანი და რატომ ჩაიშალა ეს გეგმა?
33 რომმა აიძულა ანტიოქე III, სამშვიდობო ხელშეკრულება დაედო სამხრეთის მეფესთან. იმის მაგივრად, რომ რომის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა და დაპყრობილი ტერიტორიები დაებრუნებინა, ანტიოქე III-მ განიზრახა თავისი ქალიშვილი კლეოპატრა I — „დედაკაცთა ასული“ — პტოლემე V-სთვის მიეთხოვებინა და პირობითად გადაეცა ეგვიპტისთვის ეს ტერიტორიები. პროვინციები, მათ შორის იუდა — „მშვენიერი ქვეყანა“ — ანტიოქე III-ს მზითევად უნდა მიეცა თავისი ქალიშვილისთვის. მაგრამ ძვ. წ. 193 წელს ქორწილის შემდეგ სირიის მეფეს არ გადაუცია ეს პროვინციები პტოლემე V-სთვის. ეს იყო პოლიტიკური ქორწინება, რომელსაც ეგვიპტე სირიის ქვეშევრდომად უნდა ექცია. მაგრამ გეგმა ჩაიშალა, რადგანაც კლეოპატრა I ‘მას არ დარჩა’ — ის მოგვიანებით ქმარს მიემხრო. როდესაც ანტიოქე III-სა და რომაელებს შორის ომმა იფეთქა, ეგვიპტემ რომის მხარე დაიჭირა.
-
-
მეფეთა ორთაბრძოლაყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
36. ა) როგორ განაგრძო ბრძოლა სამხრეთის მეფემ, მაგრამ რა დაემართა მას? ბ) როგორ გარდაიცვალა სელევკე IV და ვინ ავიდა ტახტზე მის შემდეგ?
36 სამხრეთის მეფე პტოლემე V შეეცადა, ხელში ჩაეგდო პროვინციები, რომლებიც, როგორც კლეოპატრას მზითევი, მას უნდა გადასცემოდა, მაგრამ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ის მოწამლეს.
-