საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვასთვის მსახურებაში გატარებული მდიდარი ცხოვრება
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 ნოემბერი
    • ნეითან ნორი 1923 წელს ჯერ კიდევ მოზარდი მოვიდა ბეთელში; 30-იან წლებში სტამბის ზედამხედველი იყო. ის ყოველ დღე ჩამოუვლიდა ხოლმე სტამბაში ყველას და ესალმებოდა. ჩვენ, ახალი ბეთელელები, ჩვენდამი გამოვლენილი ასეთი ინტერესისთვის დიდად მადლიერნი ვიყავით. 1936 წელს გერმანიიდან ახალი საბეჭდი დაზგა მივიღეთ და ზოგ ახალგაზრდა ძმას ძალიან უჭირდა მისი აწყობა. ასე რომ, ძმა ნორმა ჩაიცვა კომბინეზონი და თვეზე მეტი, დაზგის აწყობამდე, მუშაობდა ჩვენთან ერთად.

      ძმა ნორი ისეთი გულმოდგინე მშრომელი იყო, რომ უმეტესობა მუშაობაში ვერ ვუტოლდებოდით. მაგრამ მან დასვენების ფასიც იცოდა. მაშინაც კი, როდესაც მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა სამქადაგებლო საქმიანობის ზედამხედველად დანიშნეს 1942 წლის იანვარში, ბეთელის ოჯახის წევრებთან ან მისიონერული სკოლა „გალაადის“ სტუდენტებთან ერთად ზოგჯერ ბეისბოლს თამაშობდა საუტ-ლანსინგის (ნიუ-იორკი) მახლობლად მდებარე სპორტულ მოედანზე.

  • იეჰოვასთვის მსახურებაში გატარებული მდიდარი ცხოვრება
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 ნოემბერი
    • 1942 წელს რუტერფორდის სიკვდილის შემდეგ, ძმა ნორმა დაიკავა მისი ადგილი და ძალიან ბევრს მუშაობდა, რომ კარგი ორატორი გამხდარიყო. რადგან მეზობლად ვცხოვრობდით, ხშირად მესმოდა, რამდენჯერ იმეორებდა თავის მოხსენებებს. ასეთმა დაუღალავმა შრომამ უკვალოდ არ ჩაიარა და, დროთა განმავლობაში, ის შესანიშნავი მომხსენებელი გახდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება