-
შენ ღვთის შესახებ ცოდნის მიღება გესაჭიროებაშენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!
-
-
გაკვეთილი 3
შენ ღვთის შესახებ ცოდნის მიღება გესაჭიროება
ღვთის მეგობარი რომ იყო, ცოდნა უნდა მიიღო მის შესახებ. იციან შენმა მეგობრებმა შენი სახელი და ახსენებენ მას? რა თქმა უნდა. ღმერთსაც ასევე სურს, რომ იცოდე და ახსენებდე მის სახელს. ღვთის სახელია იეჰოვა (ფსალმუნი 82:19, გ. პ. პავსკის თარგმანი [რუს.]; მათე 6:9). აგრეთვე უნდა გაიგო, რა მოსწონს მას და რა — არა; აუცილებელია იმის ცოდნა, ვინ არიან მისი მეგობრები და ვინ — მისი მტრები. ვინმე რომ გაიცნო, დროა საჭირო. ბიბლია ამბობს, რომ ბრძნულია, დრო დაუთმო იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღებას (ეფესელთა 5:15, 16).
ღვთის მეგობრები იმას აკეთებენ, რაც მას სიამოვნებს. დავუშვათ, შენს მეგობრებს ცუდად ეპყრობი და ისეთ რამეს აკეთებ, რაც მათ სძულთ, გააგრძელებენ ისინი შენთან მეგობრობას? რა თქმა უნდა, არა! ამნაირადვე, თუ გსურს, რომ ღვთის მეგობარი გახდე, ის უნდა აკეთო, რაც მას სიამოვნებს (იოანე 4:24).
ყველა რელიგია ვერ დაგამეგობრებს ღმერთთან. იესო, რომელიც ღვთის უახლოესი მეგობარია, ორ გზაზე საუბრობდა. ერთი გზა განიერია, ხალხმრავალია და განადგურებისკენ მიდის. მეორე გზა ვიწროა, მასზე ცოტა ხალხი დადის და მარადიული სიცოცხლისკენ მიემართება. თუ გსურს ღმერთთან მეგობრობა, უნდა გაიგო მისი თაყვანისმცემლობის ამ სწორი გზის შესახებ (მათე 7:13, 14).
-
-
როგორ შეგიძლია ცოდნის მიღება ღვთის შესახებშენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!
-
-
გაკვეთილი 4
როგორ შეგიძლია ცოდნის მიღება ღვთის შესახებ
იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღება ბიბლიის კითხვით შეგიძლია. დიდი ხნის წინათ ღმერთმა აირჩია ზოგიერთი ადამიანი, რომლებმაც ჩაიწერეს მისი აზრები. ამ ჩანაწერებს ბიბლია ჰქვია. დღეს ღვთის შესახებ ცოდნას ბიბლიის კითხვით ვიღებთ. რადგან ბიბლია იეჰოვას სიტყვას ანუ ცნობას შეიცავს, მას ღვთის სიტყვაც ჰქვია. ჩვენ შეგვიძლია ვირწმუნოთ ის, რასაც ბიბლია ამბობს, რადგან იეჰოვა არასოდეს ცრუობს. „შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“ (ებრაელთა 6:18). ღვთის სიტყვა ჭეშმარიტებაა (იოანე 17:17).
ბიბლია ღვთის მიერ ჩვენთვის ბოძებული ერთ–ერთი უძვირფასესი ძღვენია. ის მოსიყვარულე მამის მიერ თავისი შვილებისთვის გაგზავნილი წერილის მსგავსია. ბიბლია გვესაუბრება ღვთის დანაპირებზე, რომ დედამიწა შესანიშნავ საცხოვრებელ ადგილად, სამოთხედ, გადაიქცევა. მოგვითხრობს, თუ რა გაუკეთებია შემოქმედს წარსულში, რას აკეთებს ახლა და რას გააკეთებს მომავალში თავისი ერთგული შვილებისთვის. აგრეთვე გვეხმარება პრობლემების გადაწყვეტასა და ბედნიერების პოვნაში (2 ტიმოთე 3:16, 17).
იეჰოვას მოწმეები ღვთის მეგობრები არიან; ისინი დაგეხმარებიან გაიგო, რას ასწავლის ბიბლია. უთხარი მათ, რომ ბიბლიის შესწავლა გსურს. ისინი ამის საფასურს არ გამოგართმევენ (მათე 10:8). გარდა ამისა, შეგიძლია ქრისტიანულ შეხვედრებს დაესწრო. თაყვანისცემის ადგილს, სადაც ისინი იკრიბებიან, სამეფო დარბაზი ეწოდება. თუ ქრისტიანულ შეხვედრებს დაესწრები, ღვთის შესახებ შენი ცოდნა სწრაფად გაიზრდება.
ღვთის შესახებ ცოდნის მიღება მის ქმნილებებზე დაკვირვებით შეგიძლია. მაგალითად, ბიბლია ამბობს: „ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“ (დაბადება 1:1). როდესაც იეჰოვამ შექმნა „ცა“, შექმნა მზეც. რას გვეუბნება ეს ღვთის შესახებ? იმას, რომ იეჰოვას უდიდესი ძალა აქვს. მხოლოდ მას შეეძლო ისეთი მძლავრი ციური სხეულის შექმნა, როგორიც მზეა. ეს იმასაც ნიშნავს, რომ იეჰოვა ბრძენია, რადგან სიბრძნეა საჭირო მზის შესაქმნელად, რომელიც სითბოსა და სინათლეს გამოყოფს, თვითონ კი არ იწვის.
იეჰოვას ქმნილებები გვიჩვენებს, რომ მას ვუყვარვართ. წარმოიდგინე, ხილის რა ნაირსახეობაა დედამიწაზე. იეჰოვას შეეძლო მხოლოდ ერთი ჯიშის ხილი შეექმნა ჩვენთვის ან, საერთოდ, მისი არც ერთი სახეობა არ შეექმნა. მაგრამ იეჰოვამ მოგვცა მრავალი, ნაირნაირი ჯიშის, ზომის, ფერისა და გემოს ხილი. ეს ნათელყოფს, რომ იეჰოვა არის ღმერთი, რომელიც არა მარტო მოსიყვარულე, არამედ გულუხვი, მზრუნველი და კეთილია (ფსალმუნი 103:24).
-