-
ახლოსაა დრო, როცა სიღარიბე აღარ იარსებებსსაგუშაგო კოშკი — 2005 | 15 მაისი
-
-
განვიხილოთ ლესოთოში (სამხრეთ აფრიკა) მცხოვრები მამაკაცის, ტუკისოს, შემთხვევა. 1998 წელს მთავრობის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხების ჩასახშობად ლესოთოში სხვა ქვეყნის ჯარი შევიდა. ომის პერიოდში ხალხმა სამუშაო დაკარგა. ქვეყანაში საშინელი შიმშილობა ჩამოვარდა. ზოგმა მაღაზიების ძარცვა დაიწყო.
ტუკისო ყველაზე ღარიბ უბანში ცხოვრობდა. შიმშილისგან რომ არ დახოცილიყვნენ, ბევრი მისი მეზობელი მაღაზიებს ძარცვავდა. ერთხელ შინ დაბრუნებულმა ტუკისომ დაინახა, რომ ქალს, ვისთანაც ცხოვრობდა, სახლში მოპარული პროდუქტები ჰქონდა მიტანილი. „ეს ყველაფერი გარეთ გაიტანე“, — უთხრა მას ტუკისომ და აუხსნა, რომ ქურდობა ღვთის კანონს ეწინააღმდეგებოდა. მასასო დაემორჩილა. მეზობლებმა მათ დაცინვა დაუწყეს და მოპარული პროდუქტები თვითონ წაიღეს.
ტუკისო ასე იმიტომ მოიქცა, რომ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა. ღვთის კანონისადმი მორჩილების გამო შიმშილისგან ხომ არ მოკვდა ტუკისო? არა, რადგან მოგვიანებით მას კრების უხუცესებმა მიაკითხეს და საკვები მიუტანეს. მეზობელ ქვეყანაში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა ლესოთოელ ქრისტიან და-ძმებს 2 ტონაზე მეტი დახმარება გაუგზავნეს. მასასოზე დიდად იმოქმედა ტუკისოს მიერ ღვთისადმი გამოვლენილმა ერთგულებამ და კრების წევრების მიერ სიყვარულით გაღებულმა დახმარებამ. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მოგვიანებით, ტუკისო და მასასო კანონიერად დაქორწინდნენ და მოინათლნენ. ისინი დღესაც იეჰოვას ერთგული მსახურები არიან.
-
-
ახლოსაა დრო, როცა სიღარიბე აღარ იარსებებსსაგუშაგო კოშკი — 2005 | 15 მაისი
-
-
[სურათი 5 გვერდზე]
ტუკისო და მასასო მისიონერ ძმასთან ერთად, რომელიც ტუკისოს ბიბლიის შესწავლაში დაეხმარა.
[სურათი 5 გვერდზე]
მასასო თავის სახლთან დგას მისიონერ დასთან ერთად, რომელმაც მას ბიბლია შეასწავლა.
-