-
ეწინააღმდეგება მეცნიერება „დაბადებაში“ ჩაწერილ ინფორმაციას?გამოიღვიძეთ! — 2006 | სექტემბერი
-
-
მაგალითად, პირველი „დღის“ დაწყებამდე მზე უკვე არსებობდა, მაგრამ მის სინათლეს რომ დედამიწის ზედაპირამდე მოეღწია, რაღაც უშლიდა ხელს; ეს რაღაც, შესაძლოა, ღრუბლის სქელი ფენა იყო (იობი 38:9). პირველი „დღის“ განმავლობაში ატმოსფეროში მზის სინათლემ დაიწყო შემოღწევაa.
მეორე „დღეს“ ატმოსფერო უფრო დაიწმინდა და მაღლა სქელ ღრუბლებსა და დაბლა ოკეანეს შორის სივრცე წარმოიქმნა. მეოთხე „დღისთვის“ ატმოსფერო იმდენად იყო დაწმენდილი, რომ „ცის სივრცეში“ მზე და მთვარე გამოჩნდა (დაბადება 1:14—16). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დედამიწის ზედაპირიდან უკვე შესაძლებელი გახდა მზისა და მთვარის დანახვა. ეს ყველაფერი თანდათანობით მოხდა.
-
-
ეწინააღმდეგება მეცნიერება „დაბადებაში“ ჩაწერილ ინფორმაციას?გამოიღვიძეთ! — 2006 | სექტემბერი
-
-
a პირველი „დღის“ აღწერისას ბიბლიაში გამოყენებულია ებრაული სიტყვა „ორ“, რომელიც ზოგადად სინათლეს ნიშნავს, მაგრამ მეოთხე „დღესთან“ დაკავშირებით გამოყენებულია „მაორი“, რომელიც სინათლის წყაროზე მიუთითებს.
-