საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • განივითარე სიყვარული, რომელიც არასოდეს მთავრდება
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 დეკემბერი
    • მე-8 მუხლში პავლე ამბობს, რომ სულის ძღვენი, მათ შორის წინასწარმეტყველებისა და ენებზე ლაპარაკის ძღვენი, რომელიც ახალჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებას ჰქონდა, გაუქმდებოდა, მაგრამ სიყვარული ყოველთვის იარსებებდა. იეჰოვა თავად სიყვარულია და მარადმყოფელი. ასე რომ, სიყვარული არასოდეს დამთავრდება. ჩვენს მარადისობის მამას ეს თვისება მარადიულად ექნება (1 იოან. 4:8).

  • განივითარე სიყვარული, რომელიც არასოდეს მთავრდება
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 დეკემბერი
    • სიყვარული არასოდეს მთავრდება

      20, 21. ა) რატომ არის სიყვარული აღმატებული თვისება? ბ) რატომ უნდა ვისწრაფოთ აღმატებული გზისკენ — სიყვარულისკენ?

      20 დღეს იეჰოვას ხალხი სიბრძნეს ავლენს, ვინაიდან ისწრაფვის აღმატებული გზისკენ — სიყვარულისკენ. ეს გზა ყველა გზას აღემატება. ყურადღება მიაქციეთ, როგორ განმარტა მოციქულმა პავლემ ეს აზრი. თავიდან მან აღნიშნა, რომ სულის სხვადასხვა ძღვენი გაუქმდებოდა და საწყის სტადიაზე მყოფი ქრისტიანული კრება სულიერ მოწიფულობას მიაღწევდა. შემდეგ ასეთი დასკვნა გააკეთა: „ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული, მაგრამ ამ სამიდან სიყვარული უდიდესია“ (1 კორ. 13:13).

      21 საბოლოოდ, იმის მიმართ რწმენის გამოვლენა, რაც რეალობად იქცევა, საჭირო აღარ იქნება. როცა ღვთის დანაპირები შესრულდება და ყველაფერი ახალი შეიქმნება, ამ დანაპირების იმედიც გაუქმდება. მაგრამ სიყვარული არასოდეს დამთავრდება. ის ყოველთვის იარსებებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება