-
იყიდე ცეცხლით გაწმენდილი ოქროგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„ყველას, ვინც მიყვარს, შევაგონებ და აღვზრდი. ამიტომ იყავი მოშურნე და მოინანიე“ (გამოცხადება 3:19). როგორც იეჰოვასგან, ისე იესოსგან აღზრდა სიყვარულის მაჩვენებელია (ებრაელები 12:4—7). ლაოდიკეის კრება უნდა გამოხმაურებოდა იესოს მზრუნველობას და უნდა მიეღო მისგან რჩევა. მათ უნდა მოენანიებინათ და ეღიარებინათ, რომ „ნელთბილი“ მდგომარეობა ცოდვის ჩადენის ტოლფასი იყო (ებრაელები 3:12, 13; იაკობი 4:17). ლაოდიკეელ უხუცესებს თავი უნდა დაენებებინათ სიმდიდრის მოხვეჭისთვის და ღვთისგან ბოძებული ძღვენი ‘ცეცხლივით უნდა აეგიზგიზებინათ’. დაე, სულიერი თვალის მალამომ, როგორც მთის ცივმა ნაკადულმა, კრების ყველა წევრს განუახლოს ძალები! (2 ტიმოთე 1:6; იგავები 3:5—8; ლუკა 21:34).
16. ა) როგორ ავლენს იესო სიყვარულსა და სითბოს? ბ) როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მკაცრი რჩევა გვეძლევა?
16 რა შეიძლება ითქვას ჩვენზე? იესოს კვლავ ‘უყვარს თავისები, რომლებიც ქვეყნიერებაში არიან’ და ეყვარება „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (იოანე 13:1; მათე 28:20). იესო ქრისტიანულ კრებაში სიყვარულსა და სითბოს თანამედროვე იოანეს კლასისა და ვარსკვლავების ანუ უხუცესების მეშვეობით ავლენს (გამოცხადება 1:20). დღეს, ძნელბედობის ჟამს, უხუცესები თავს არ ზოგავენ თითოეული ჩვენგანის, ახალგაზრდისა თუ ხანდაზმულის დასახმარებლად, რომ მტკიცედ ჩავეჭიდოთ თეოკრატიას, არ განვივითაროთ დამოუკიდებლობის სული და სიხარბე და არ ვიცხოვროთ ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი უწმინდურებით. თუ მკაცრი რჩევა ან შეგონება გვეძლევა, გვახსოვდეს, რომ ‘შეგონება და დარიგება სიცოცხლის გზაა’ (იგავები 6:23). ყველანი არასრულყოფილები ვართ და საჭიროების შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ მოსანანიებლად, რათა გამოვსწორდეთ და დავრჩეთ ღვთის სიყვარულში (2 კორინთელები 13:11).
-
-
იყიდე ცეცხლით გაწმენდილი ოქროგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
21. როგორ ეხმაურებოდა ლაოდიკეელი ქრისტიანებისთვის მიწერილ სიტყვებს ჭეშმარიტ ქრისტიანთა კრება 1919 წლიდან?
21 ჭეშმარიტ ქრისტიანულ კრებაშიც კი იყვნენ „ნელთბილები“. ისინი ისეთ სასმელს ჰგავდნენ, რომელიც არც სიცხეში აგრილებს კაცს და არც სიცივეში ათბობს. მაგრამ იესოს მაინც მთელი გულით უყვარდა თავისი კრება. იესო ყოველთვის ეხმაურებოდა სტუმართმოყვარეთა მიწვევას. მრავალმა უკვე მიიწვია ის სიმბოლურ ვახშამზე. ამიტომაც 1919 წლიდან მათ თვალი აეხილათ და ბიბლიური წინასწარმეტყველებების მნიშვნელობას ჩასწვდნენ. მათთვის ბევრ რამეს მოეფინა ნათელი (ფსალმუნი 97:11; 2 პეტრე 1:19).
-