-
სიყვარულიგამოიღვიძეთ! — 2018 | No. 1
-
-
სიყვარულის მოთხოვნილება ყველას აქვს. სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია მტკიცე და ახლო ურთიერთობა მეგობრებს, ოჯახის წევრებსა თუ ცოლ-ქმარს შორის. ამიტომ სწორედ სიყვარულია საჭირო, რათა ბედნიერები და ემოციურად გაწონასწორებულები ვიყოთ. სინამდვილეში რა არის სიყვარული?
ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ რომანტიკულ სიყვარულზე, რომელსაც თავისი ადგილი აქვს, არამედ უფრო აღმატებულ სიყვარულზე, რომელიც ადამიანს აღძრავს, გულწრფელად დაინტერესდეს სხვების კეთილდღეობით და მათი ინტერესები საკუთარზე წინ დააყენოს. მართალია, ასეთ სიყვარულს ღვთის მიერ დადგენილი პრინციპები მართავს, მაგრამ მას თბილი და სათუთი გრძნობებიც ახლავს თან.
ბიბლია ლამაზი ენით აღგვიწერს სიყვარულს: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, უმართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს, ყველაფერს იტანს, . . ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელები 13:4—8).
სიყვარული „არასოდეს მთავრდება“ ანუ მარადიულია. მეტიც, დროის სვლასთან ერთად ის უფრო ძლიერდება. ვინაიდან სიყვარულს სულგრძელობა, სიკეთე და მიმტევებლობა ახასიათებს, ის „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:14). მიუხედავად იმისა, რომ ნაკლოვანებები ყველას გვაქვს, როცა ასეთ სიყვარულს ვავლენთ, ყველა ბედნიერები ვართ და სხვებთან ჩვენს ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება. ვნახოთ, როგორ უწყობს ხელს ასეთი სიყვარული ბედნიერ ქორწინებას.
-
-
სიყვარულიგამოიღვიძეთ! — 2018 | No. 1
-
-
სიყვარული ღვთის უმთავრესი თვისებაა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ამიტომაც იეჰოვას „ბედნიერი ღმერთი“ ეწოდება (1 ტიმოთე 1:11). ჩვენც ვიქნებით ბედნიერები, თუ მივბაძავთ შემოქმედს და შევეცდებით, მის მსგავსად გამოვავლინოთ სიყვარული. სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს ბიბლია: „მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა, და იარეთ სიყვარულში“ (ეფესოელები 5:1, 2).
-