საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • დაუვიწყარი საერთაშორისო კონგრესი

      იუგოსლავიაში იეჰოვას მოწმეებს არასოდეს განეცადათ ის სიხარული, რომელიც საერთაშორისო კონგრესის მასპინძლობას ახლავს თან. წარმოიდგინეთ მათი აღფრთოვანება, როდესაც 1991 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ გამოაცხადა, რომ საერთაშორისო კონგრესი „თავისუფლების მოყვარულნი“ ზაგრებშიც ჩატარდებოდა!

      თუმცა მალევე წამოიჭრა პრობლემები. მას შემდეგ, რაც ხორვატიამ იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ომის დაწყების საშიშროება ყოველ დღე არსებობდა. რამდენად გონივრული იქნებოდა ასეთ ვითარებაში კონგრესის ჩატარება? ადგილობრივი თუ უცხოელი დელეგატების უსაფრთხოებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ბევრი ლოცვისა და აწონ-დაწონის შემდეგ ძმებმა გადაწყვიტეს, კონგრესისთვის მზადება დაეწყოთ.

      კონგრესის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, თეოდორ იარაჩი, ხორვატიაში ჩავიდა. ვინაიდან იმ დროისთვის ყველა საჯარო ღონისძიება გაუქმებული იყო, საზოგადოების ინტერესის საგნად „დინამოს სტადიონი“ იქცა. კონგრესის ჩატარების თარიღის მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში ვითარება უფრო და უფრო იძაბებოდა. ძმები ყოველდღე მსჯელობდნენ მხოლოდ ერთ საკითხზე — გაეგრძელებინათ თუ არა საკონგრესო მზადება. ისინი განუწყვეტლივ სთხოვდნენ იეჰოვას ხელმძღვანელობას. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, პოლიტიკური დაძაბულობა განიმუხტა და 1991 წლის 16—18 აგვისტოს კონგრესი ჩატარდა.

      მაშინ, როცა მეზობელი ქვეყნები ომის დაწყების მოლოდინში იყვნენ, იეჰოვას მოწმეეები ათასობით უცხოელ სტუმარს მასპინძლობდნენ საერთაშორისო კონგრესზე „ღვთიურიb თავისუფლების მოყვარულნი“. ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა ქვეყანას ტოვებდა, ხოლო უშიშარი და-ძმები 15 ქვეყნიდან ჩადიოდნენ და თბილი ურთიერთობით ტკბებოდნენ. ბევრი შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან ჩაფრინდა. საგანგებო ვითარების გამო ზაგრების აეროპორტი არ ფუნქციონირებდა. ამიტომ თვითმრინავები ლიუბლიანას (სლოვენია) აეროპორტში სხდებოდნენ და დელეგატები იქიდან ზაგრებში ავტობუსებით მიემგზავრებოდნენ. იქაური მოსახლეობა გააოცა უცხოელი და-ძმების გამბედაობამ, ადგილობრივი ძმები კი გაამხნევა მათმა ჩამოსვლამ. ყველაზე ბევრი სტუმარი, დაახლოებით 3 000 კაცი, იტალიიდან ჩავიდა. სიხარულმა და დაძმურმა სითბომ კონგრესის დელეგატები სულით აანთო (1 თეს. 5:19).

      განსაკუთრებით გამამხნევებელი იყო ხელმძღვანელი საბჭოდან ხუთი წევრის სტუმრობა. დღემდე თბილად იხსენებენ კერი ბარბერის, ლოიდ ბარის, მილტონ ჰენშელის, თეოდორ იარაჩისა და ლაიმან სუინგლის მიერ წარმოთქმულ მოხსენებებს. ეს გამოცდილი ძმები ვერ შეაშინა არასტაბილურმა მდგომარეობამ. მათ გაბედულად გადაკვეთეს ქვეყნის საზღვარი და ძმები გამახნევებელი მოხსენებებით განამტკიცეს.

      პოლიტიკური არასტაბილურობის გამო მთავრობა შიშობდა, რომ იუგოსლავიის სხვადასხვა რესპუბლიკიდან ჩასულ დელეგატებს შორის დაპირისპირება არ მომხდარიყო. მაგრამ, როდესაც დაინახეს, რომ მშვიდობიანად შეიკრიბნენ და ერთმანეთს თბილად, ძმური სიყვარულით ეპყრობოდნენ, შვებით ამოისუნთქეს. კონგრესის ყოველ მომდევნო დღეს სტადიონზე პოლიციელთა რიცხვი კლებულობდა.

      ეს დაუვიწყარი კონგრესი კიდევ ერთი მტკიცება იყო იმისა, რომ იეჰოვას მოწმეებს ნამდვილი საერთაშორისო საძმო აქვთ. ამის დანახვა ძმებს სტიმულს აძლევდა, განსაცდელების დროს ერთგულები დარჩენილიყვნენ. იმ ავტობუსებმა, რომლითაც სერბი და მაკედონელი ძმები თავ-თავიანთ ქვეყნებში ბრუნდებოდნენ, საზღვარი ხორვატიასა და სერბიას შორის ყველაზე ბოლოებმა გადაკვეთეს. დღემდე ბევრი აღნიშნავს, რომ ჩვენს ძმებს საზღვრის გადაკვეთა დასცალდათ და ომიც დაიწყო.

  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • b არსებული პოლიტიკური ვითარების გამო კონგრესის სახელწოდებას დაემატა სიტყვა „ღვთიური“, რითაც მინიშნება გაკეთდა იმაზე, თუ რა სახის მშვიდობისკენ ისწრაფოდნენ ძმები.

  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • [სურათები 192 გვერდზე]

      მილტონ ჰენშელი მოხსენებას კითხულობს; ნათლობა საერთაშორისო კონგრესზე „ღვთიური თავისუფლების მოყვარულნი“, ზაგრები (ხორვატია), 1991 წელი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება