-
მზარდი ინტერესი ანგელოზებისადმიგამოიღვიძეთ! — 1999 | დეკემბერი 8
-
-
ასობით წიგნი
გარდა ამისა, არსებობს უამრავი წიგნი. ნიუ-იორკში წიგნების ერთი დიდი მაღაზია მყიდველებს სთავაზობს 500-ზე მეტ სხვადასხვა წიგნს, რომლებშიც ანგელოზებზეა საუბარი, განსაკუთრებით კი — მფარველ ანგელოზებზე. ასეთი წიგნები მკითხველს ჰპირდება იმის ახსნას, თუ როგორ დაუკავშირდნენ მფარველ ანგელოზებს, ისწავლონ მათი სახელები, ესაუბრონ და დახმარება სთხოვონ. ამ წიგნებში მოთხრობილია მრავალი ამბავი ანგელოზების საჭირო დროს გამოჩენის შესახებ; ავტოკატასტროფის საფრთხის დროს ადამიანების ატაცების, სასიკვდილო დაავადებებისგან განკურნების, მწუხარების ჟამს დამშვიდებისა და ბრძოლის ველზე ჯარისკაცების დაცვის შესახებ. ეს ანგელოზები ადამიანებს ემსახურებიან და არ მოითხოვენ მათგან ცოდვების მონანიებას, რწმენაზე მოქცევას ან რომელიმე აღმსარებლობის მიღებას. მაგრამ ასეთი დღევანდელი „შეხვედრები“ ადამიანებს იშვიათად აღძრავს თავიანთ ცხოვრებაში ცვლილებების მოსახდენად. მათ, ვინც აცხადებს, რომ ანგელოზს შეხვედრია, ჩვეულებრივ, სასიამოვნო გრძნობის მეტი არაფერი რჩებათ.
-
-
მონათხრობთა შემოწმებაგამოიღვიძეთ! — 1999 | დეკემბერი 8
-
-
წიგნი „ანგელოზები — გადაშენების პირას მისული მოდგმა“ (Angels—An Endangered Species) ამ შეტყობინებებს შორის პარალელს ავლებს და აცხადებს, რომ ანგელოზებთან და უცხოპლანეტელებთან შეხვედრებს შეიძლება საერთო ახსნა მიეცესb. ქვემოთ ამ წიგნში ჩამოთვლილი ზოგიერთი მსგავსების მოკლე ნუსხაა მოყვანილი.
1. ანგელოზებიცა და უცხოპლანეტელებიც სხვა სამყაროდან გვევლინებიან.
2. ორივეს სიცოცხლის ფორმა, — სულიერად თუ ტექნოლოგიურად — ადამიანისას აღემატება.
3. კეთილგანწყობილი ანგელოზი თუ უცხოპლანეტელი ახალგაზრდულად და ლამაზად გამოიყურება. ისინი გულკეთილები და თანამგრძნობები არიან.
4. არც ერთს არ უჭირს ლაპარაკი, გარკვევით ლაპარაკობენ მსმენელის ენაზე.
5. ორივე დაფრინავს.
6. ანგელოზებსა და უცხოპლანეტელებს სიკაშკაშე ახლავთ.
7. ორივე სრულიად ჩაცმულია. ჩვეულებრივ, მოსასხამი აქვთ წამოსხმული ან ვიწრო ქურთუკები აცვიათ. თეთრი ან ცისფერი უპირატესობს.
8. ჩვეულებრივ, ორივე ადამიანის სიმაღლის არის.
9. ორივე წუხს კაცობრიობისა და პლანეტის სავალალო მდგომარეობის გამო.
10. უცხოპლანეტელებთან და ანგელოზებთან შეხვედრებს თვითმხილველები მოწმობენ.
-