-
1 000 მალავის მშვენება 1 000 სამეფო დარბაზიგამოიღვიძეთ! — 2012 | მაისი
-
-
✔„იეჰოვას მოწმეების აგებული ეს ახალი შენობა და მათ შორის არსებული სიყვარული და ერთიანობა, მბზინავი მარგალიტივით თვალშისაცემია ყველასთვის. მე ვთვლი, რომ სხვა ეკლესიებმაც უნდა მიჰბაძონ მათ“ (ჩაბვანზას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი).
✔„ყველაზე მეტად მოწმეებში მათი ერთიანობა მომწონს. ჩვენ 10 წლის წინ დავიწყეთ ჩვენი ეკლესიის მშენებლობა და დღემდე ვაშენებთ. კაცმა არ იცის, როდის დავამთავრებთ. მინდა, მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ ასეთი ლამაზი შენობა აგვიშენეთ სოფელში“ (სოფელ ჩიგვენამბას თავკაცი).
✔„გაოცებული ვარ. რა სწრაფად და რა სუფთად მუშაობთ. გეტყობათ, რომ კარგად უგებთ ერთმანეთს“ (ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, ჩიუზირა).
-
-
1 000 მალავის მშვენება 1 000 სამეფო დარბაზიგამოიღვიძეთ! — 2012 | მაისი
-
-
ბოლოს ჩვენი სოფლის გამგებელი, ქალბატონი ლინეს ჩიკაონაკა ჩაერია საქმეში და დიდი წვალების მერე მოიპოვა ნებართვა“.
ერთხელ კრების ერთი უხუცესი ქალბატონ ლინესთან ერთად იყო წასული ნებართვის სათხოვნელად. „მე მინდა, რომ მოწმეებმა ჩემს სოფელში ააშენონ სამეფო დარბაზი — უთხრა ამ კეთილშობილმა ქალბატონმა ხელისუფლების წარმომადგენელს. — ეს ხალხი ძალიან კარგი ხალხია. არასოდეს მქონია მათთან რაიმე პრობლემა“. ამის თქმა იყო და მაშინვე ხელმოწერილი ნებართვა გადასცეს ქალბატონ ლინესს.
ქალბატონი ლინეს ჩიკაონაკა სამეფო დარბაზის მიძღვნის პროგრამაზე თავის აღფრთოვანებას ვეღარ მალავდა. „უზომოდ გახარებული ვარ და ვამაყობ, რომ ჩვენს სოფელში ასეთი ლამაზი შენობა აშენდა“ — თქვა მან.
-