-
განსაცდელების ატანით განვადიდებთ იეჰოვასსაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 ოქტომბერი
-
-
მაგალითად, 60–იან წლებში მალავიში იეჰოვას მოწმეებს სასტიკად დევნიდნენ. ისინი კარგავდნენ შემოსავლის წყაროს; მათ უნადგურებდნენ სამეფო დარბაზებს, სახლებს, სურსათის მარაგს — ფაქტობრივად, ყველაფერს, რაც გააჩნდათ. ძმები და დები ფიზიკური შეურაცხყოფისა და სხვა შემაძრწუნებელი ქმედებების მსხვერპლი ხდებოდნენ. როგორ რეაგირებდნენ ამაზე ისინი? ათასობით მათგანს მოუწია თავიანთი სოფლების დატოვება. მრავალმა უდაბურ ადგილებს შეაფარა თავი, სხვები კი დროებით მეზობლად მდებარე მოზამბიკში გადასახლდნენ. ბევრმა ერთგულმა მსახურმა სიცოცხლე დაკარგა, სხვებმა კი არჩიეს, გასცლოდნენ საშიშ ზონას, რაც ასეთ სიტუაციაში, როგორც ჩანს, გონივრული გადაწყვეტილება იყო. ამგვარად, ძმები იესოსა და პავლეს მიერ დატოვებულ მაგალითს მიჰყვნენ.
6. რის კეთება არ შეუწყვეტიათ მალაველ მოწმეებს სასტიკი დევნის მიუხედავად?
6 თუმცა მალაველ ძმებს გაქცევა და დამალვა მოუწიათ, ისინი ეძებდნენ თეოკრატიულ ხელმძღვანელობას და მის შესაბამისად მოქმედებდნენ. ამასთანავე, შეძლებისდაგვარად არალეგალურად ეწეოდნენ ქრისტიანულ საქმიანობას. რა იყო ამის შედეგი? 1967 წელს, აკრძალვის წინა პერიოდში, სამეფოს მაუწყებელთა რაოდენობამ უმაღლეს რიცხვს — 18 519–ს მიაღწია. 1972 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ აკრძალული იყო ჩვენი საქმიანობა და ბევრი მოზამბიკში იყო გაქცეული, მაუწყებელთა რაოდენობამ ახალ უმაღლეს რიცხვს — 23 398–ს მიაღწია. ყოველთვიურად ისინი საშუალოდ 16 საათზე მეტს ქადაგებდნენ. უეჭველია, რომ მათ თავიანთი საქციელით განადიდეს იეჰოვა, რომელმაც ამ უკიდურესად მძიმე პერიოდში აკურთხა ეს ერთგული ძმებიa.
-
-
განსაცდელების ატანით განვადიდებთ იეჰოვასსაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 ოქტომბერი
-
-
a 60–იან წლებში მომხდარი მოვლენები მხოლოდ დასაწყისი იყო იმ სასტიკი დევნებისა, რომლებმაც მრავალი მოწმის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ მდგომარეობის ატანა მალაველ მოწმეებს თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში მოუწიათ. მალაველი ძმების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ 1999 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულში“, გვერდები 171—212 (რუს.).
-