საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ანგრევენ იეჰოვას მოწმეები ოჯახებს?
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ნოემბერი
    • ერთი ქმრის თვალსაზრისი

      ავსტრალიაში მცხოვრები მარკის მეუღლემ ქორწინებიდან 12 წლის თავზე დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა. მარკი ამბობს: „ბედნიერი ოჯახი და კარგი კარიერა მქონდა. ცხოვრება მშვენიერი იყო. მაგრამ, როცა ჩემმა ცოლმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა გადაწყვიტა, ვიგრძენი, რომ ჩემს ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას საფრთხე ემუქრებოდა. თავიდან, მეუღლის ბიბლიისადმი ინტერესი უბრალოდ არ მსიამოვნებდა, მაგრამ, როცა მითხრა, რომ უნდა მონათლულიყო და იეჰოვას მოწმე უნდა გამხდარიყო, ძალიან შევწუხდი!“

      მარკი შიშობდა, მისი მეუღლის ახალი რწმენის გამო მათი ოჯახი არ დანგრეულიყო. ის ფიქრობდა, აეკრძალა მისი ცოლისთვის ბიბლიის შესწავლა და მოწმეებთან ყველანაირი კავშირი გაეწყვეტინებინა. მაგრამ, იმპულსურად მოქმედებას მარკმა გარკვეული ხნით მოცდა არჩია. რა დაემართა მათ ქორწინებას?

      მარკი ამბობს: „საბედნიეროდ ჩვენი ოჯახი დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. უკვე 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე მონათლული იეჰოვას მოწმეა და ჩვენი ოჯახი დღითი დღე უფრო მტკიცდება“. რა დაეხმარა მათ? მარკი განაგრძობს: „როცა უკან ვიხედები, ვხვდები, რომ ჩვენი ოჯახის ბედნიერების ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ჩემი მეუღლე ბიბლიაში მოცემულ რჩევებს იყენებდა. მისგან ყოველთვის პატივისცემას ვგრძნობდი!“

  • ანგრევენ იეჰოვას მოწმეები ოჯახებს?
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ნოემბერი
    • ერთმა ქმარმა, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე, გულწრფელად აღნიშნა: „თავიდან როცა ჩემი მეუღლე იეჰოვას მოწმე გახდა, ძალიან ვწუხდი; მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ის, რაც ამას შედეგად მოჰყვა, ნებისმიერი ტკივილის ფასად ღირდა“. სხვამ თქვა: „ჩემი მეუღლის ერთგულების, სიმტკიცისა და პრინციპულობის შემხედვარეს იეჰოვას მოწმეებზე კარგი შთაბეჭდილება შემექმნა. მისი რწმენის დამსახურებაა, რომ ჩვენი ოჯახი უფრო განმტკიცდა. ჩვენ ერთმანეთის ინტერესებს ვითვალისწინებთ და ჩვენთვის ქორწინება მუდმივი კავშირია“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება