-
შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა ოჯახური პრობლემების მიუხედავადსაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 მაისი
-
-
4 ზოგიერთი ქრისტიანი არ ქორწინდება „უფალში“, ქმნის რელიგიურად დაყოფილ ოჯახს და იმკის მტკივნეულ შედეგებს (1 კორ. 7:39). თუ ეს თქვენ შემთხვევაშიც ასეა, სთხოვეთ ღმერთს პატიება და დახმარება. იეჰოვა არ ათავისუფლებს ადამიანს წარსულში ჩადენილი შეცდომების შედეგებისგან, მაგრამ მათ, ვინც ინანიებს, დაეხმარება განსაცდელებთან გამკლავებაში (ფსალმ. 130:1—4). მოიქეცით ღვთის მოსაწონად ახლაც და მომავალშიც და „იეჰოვას სიხარული თქვენი სიმაგრე“ იქნება (ნეემ. 8:10).
-
-
შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა ოჯახური პრობლემების მიუხედავადსაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 მაისი
-
-
ვნახოთ, რა შეიძლება მოხდეს რელიგიურად დაყოფილ ოჯახში. მოციქულმა პეტრემ დაწერა: „ასევე თქვენც, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი ცოლების საქციელით, როცა დაინახავენ, რომ სუფთად იქცევით და დიდ პატივისცემას ავლენთ“ (1 პეტ. 3:1, 2). ქრისტიანის კარგმა საქციელმა შეიძლება აღძრას მეუღლე, მისი რწმენა გაიზიაროს. ასეთი სახით გადარჩენილი ოჯახი განადიდებს ღმერთს და დიდი კურთხევები მოაქვს ქმრისთვის, ცოლისთვის და შვილებისთვის.
-
-
შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა ოჯახური პრობლემების მიუხედავადსაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 მაისი
-
-
13. რა რჩევაა მოცემული 1 კორინთელების 7:10—16- ში?
13 როდესაც ქრისტიანი რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრობს და უხუცესებს დახმარებისთვის მიმართავს, მათ შეიძლება ყურადღება გაუმახვილონ პავლეს შემდეგ რჩევაზე: „დაქორწინებულებს მივუთითებ — თუმცა მე კი არა, უფალი — რომ ცოლი არ გაშორდეს ქმარს, მაგრამ თუ გაშორდება, აღარ გათხოვდეს, ან ქმარს შეურიგდეს. ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს . . . რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი? ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი?“ (1 კორ. 7:10—16). მართლაც რამხელა სიხარულია, როდესაც ქრისტიანის მეუღლე ჭეშმარიტებაში დგება!
14, 15. როდის შეუძლია ქრისტიანს იფიქროს ცალკე ცხოვრებაზე, მაგრამ რატომ უნდა ილოცოს და გულწრფელად შეაფასოს საკუთარი მოტივები?
14 რა შემთხვევებში შეუძლია ქრისტიან ცოლს ცალკე ცხოვრებაზე იფიქროს? ზოგიერთი ცალკე ცხოვრებას არჩევს, რადგან ქმარი შეგნებულად არ უზრუნველყოფს ოჯახს მატერიალურად. სხვები ამ გადაწყვეტილებას იმიტომ ღებულობენ, რომ მათ ფიზიკურ ან სულიერ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
15 ცალკე იცხოვრებთ თუ არა, ეს პირადი გადასაწყვეტია. თუმცა მონათლულმა ქრისტიანმა უნდა ილოცოს და გულწრფელად შეაფასოს საკუთარი მოტივები. მაგალითად, მეუღლის ბრალია, ოჯახის სულიერი მდგომარეობა რომ საფრთხეშია? თუ ქრისტიანი თვითონ უგულებელყოფს ბიბლიის პირად შესწავლას, ხშირად აცდენს კრების შეხვედრებს და იშვიათად მსახურობს?
16. რატომ არ უნდა იჩქაროს ქრისტიანმა, როცა საქმე გაყრას ეხება?
16 ჩვენ ვაფასებთ ღმერთთან ურთიერთობას და ქორწინების ძღვენს, რაც გვეხმარება, ნაჩქარევად არ გადავწყვიტოთ ცალკე ცხოვრება ან განქორწინება. ჩვენ, იეჰოვას მსახურები, დაინტერესებული ვართ ღვთის წმინდა სახელის განწმენდით. ამიტომ არასდროს დავგეგმოთ ოჯახის დანგრევა იმ მიზნით, რომ სხვაზე დავქორწინდეთ (იერ. 17:9; მალ. 2:13—16).
17. რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი ქრისტიანებს მშვიდობისკენ მოუწოდებს?
17 ქრისტიანი, რომლის მეუღლე იეჰოვას მოწმე არ არის, გულწრფელად უნდა ეცადოს ოჯახის შენარჩუნებას. მაგრამ ძმამ ან დამ თავი არ უნდა დაიდანაშაულოს, თუკი მისი მცდელობის მიუხედავად ოჯახი ინგრევა და მეუღლე ტოვებს მას. პავლემ დაწერა: „თუ ურწმუნოს გაშორება სურს, გაშორდეს, ასეთ შემთხვევაში ძმა ან და იძულებული არ არის, დარჩეს მასთან, რადგან ღმერთმა მშვიდობისკენ მოგიწოდათ“ (1 კორ. 7:15).b
-