-
იესო მკვდრეთით აღდგა!იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
მარიამ მაგდალელი სიმონ-პეტრესა და იესოს საყვარელ მოწაფესთან, მოციქულ იოანესთან გარბის (იოანე 20:2).
-
-
იესო მკვდრეთით აღდგა!იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
ამ დროისთვის მარიამი უკვე პეტრესთან და იოანესთანაა მისული. ის გულამოვარდნილი ეუბნება მათ: „უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დაასვენეს“ (იოანე 20:2). პეტრე და იოანე თავქუდმოგლეჯილები გარბიან. იოანე პეტრეს ასწრებს და პირველი მიდის სამარხთან. ის შიგნით იხედება და სახვევებს ხედავს, თუმცა სამარხში არ შედის, გარეთ რჩება.
პეტრე კი მისვლისთანავე შიგნით შედის. იქ ის დაყრილ სახვევებს და იმ ნაჭერს ხედავს, რომელიც იესოს თავზე ეფარა. ახლა სამარხში იოანეც შედის და რწმუნდება, რომ მარიამმა სიმართლე თქვა. მართალია, იესომ მათ წინასწარ ამცნო, რაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ ხვდება, რომ იესო მკვდრეთით აღდგა (მათე 16:21). დაბნეული მოციქულები სახლში ბრუნდებიან. მარიამი კი, რომელიც სამარხთან დაბრუნდა, იქ რჩება.
-
-
იესო მკვდრეთით აღდგა!იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
მარიამ მაგდალელი ჯერ კიდევ სამარხთანაა და გლოვობს. ამ დროს სამარხში იხედება და იმ ადგილას, სადაც იესო ესვენა, თეთრებში შემოსილ ორ ანგელოზს ხედავს: ერთი თავთით ზის, მეორე კი — ფერხთით. ისინი ეკითხებიან: „რატომ ტირი?“. მარიამი პასუხობს: „ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დაასვენეს“. შემდეგ უკან ბრუნდება და ერთ კაცს ხედავს, რომელიც ამავე კითხვას უსვამს: „რატომ ტირი?“. ამის მერე კი კითხულობს: „ვის ეძებ?“. მარიამს ეს კაცი მებაღე ჰგონია და ეუბნება: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დაასვენე და მე წამოვიღებ“ (იოანე 20:13—15).
სინამდვილეში მარიამი მკვდრეთით აღმდგარ იესოს ელაპარაკება, მაგრამ ამ მომენტში ვერ ცნობს თავის მოძღვარს. თუმცა მას შემდეგ, რაც იგი სახელით მიმართავს, ისე, როგორც სჩვეოდა, მარიამი ხვდება, რომ მის წინ იესო დგას. ის სიხარულით წამოიძახებს: „რაბუნი!“ (ნიშნავს „მოძღვარს“). იმის შიშით, რომ იესო ზეცად არ ამაღლდეს, მარიამი მაგრად სჭიდებს ხელს. ამაზე იესო ეუბნება: „გამიშვი ხელი, ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი, რომ მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“ (იოანე 20:16, 17).
მარიამი იქ მირბის, სადაც მოციქულები და სხვა მოწაფეები შეკრებილან. ის მათ ეუბნება: „უფალი ვიხილე“; ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სხვა ქალების ნათქვამს (იოანე 20:18). თუმცა მათ „ეს სიტყვები უაზრობად“ ეჩვენებათ (ლუკა 24:11).
-