საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა დიდად აფასებს შენს გულმოდგინე მსახურებას
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ოქტომბერი
    • მადლიერი ქალის „ძვირად ღირებული“ საჩუქარი

      13. ა) რა ვითარებაში სცხო მარიამმა სურნელოვანი ზეთი იესოს თავსა და ფეხებზე? ბ) რა ღირებულების იყო მარიამის ზეთი?

      13 პარასკევ საღამოს, 8 ნისანს, იესო ჩავიდა ბეთანიაში, პატარა სოფელში, რომელიც მდებარეობდა ზეთისხილის მთის აღმოსავლეთ ფერდობზე, იერუსალიმიდან 3 კილომეტრის დაშორებით. იქ მისი ძვირფასი მეგობრები ცხოვრობდნენ — მარიამი, მართა და მათი ძმა ლაზარე. ალბათ, იესო მათი ხშირი სტუმარი იყო. მაგრამ შაბათ საღამოს ის და მისი მეგობრები სადილობდნენ ყოფილი კეთროვნის, სიმონის, სახლში, რომელიც, შესაძლოა, იესომ განკურნა. იესო მაგიდას იყო მიყრდნობილი, როცა მარიამმა თავმდაბლობის მაჩვენებელი რამ გააკეთა, რამაც მისი ძმის გამაცოცხლებლის მიმართ ღრმა სიყვარული ცხადყო. მან გატეხა ჭურჭელი, რომელშიც „ძვირად ღირებული“ ნელსაცხებელი იყო. მართლაც, ძვირად ღირებული! ის ღირდა 300 დინარი, რაც ერთი წლის ხელფასს უდრიდა. მარიამმა ეს სურნელოვანი ზეთი იესოს სცხო თავსა და ფეხებზე. თმითაც კი შეუმშრალა ფეხები (მარკოზი 14:3; ლუკა 10:38–42; იოანე 11:38–44; 12:1–3).

      14. ა) როგორი რეაგირება ჰქონდათ მოწაფეებს მარიამის მოქმედებაზე? ბ) როგორ დაიცვა იესომ მარიამი?  

      14 მოწაფეები აღშფოთდნენ! ‘რა საჭიროა ეს ფლანგვა?’ — იკითხეს მათ. იუდამ ქურდობის სურვილი გაჭირვებულებისთვის ქველმოქმედების ნიღბით შემოსა და თქვა: „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?“ მარიამს ხმა არ ამოუღია. იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: „მოეშვით მაგას, რატომ არცხვენთ? მაგან ხომ სიკეთე [სიტყვა „კა·ლოსʹ“-ის ფორმა] მიყო. . . მან ის გააკეთა, რაც შეეძლო: წინასწარ სცხო ჩემს სხეულს დასამარხავად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ სახარებას მთელ წუთისოფელში, იტყვიან, რაც მან გააკეთა, მისივე მოსაგონებლად“. რა დამამშვიდებელი უნდა ყოფილიყო იესოს ეს გულთბილი სიტყვები მარიამისთვის! (მარკოზი 14:4–9; იოანე 12:4–8).

      15. რატომ მოახდინა იესოზე დიდი შთაბეჭდილება მარიამის საქციელმა და რას ვსწავლობთ აქედან გულმოდგინე მსახურების შესახებ?

      15 იესოზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რაც მარიამმა გააკეთა. მისი შეფასებით, ეს სანაქებო საქმე იყო. იესოსთვის მნიშვნელობა ჰქონდა არა საჩუქრის ღირებულებას, არამედ ფაქტს, რომ „მან ის გააკეთა, რაც შეეძლო“. მან ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა და გასცა ის, რის გაცემაც შეეძლო. სხვა თარგმანები ამ სიტყვებს ასე თარგმნიან: „მან გააკეთა ყველაფერი, რაც შეძლო“ ან „მან ის გააკეთა, რის გაკეთების ძალაც შესწევდა“ („ამერიკული თარგმანი“ [An American Translation]; „იერუსალიმური ბიბლია“ [The Jerusalem Bible]). მარიამმა გულმოდგინედ გასცა, ვინაიდან თავისი მხრიდან საუკეთესო გაიღო. აი, ამას ნიშნავს გულმოდგინე მსახურება.

  • იეჰოვა დიდად აფასებს შენს გულმოდგინე მსახურებას
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ოქტომბერი
    • 18. რას ვსწავლობთ ამ ორი ქალისადმი იესოს დამოკიდებულებიდან?

      18 ამ ორი ქალისადმი იესოს მოპყრობიდან გულში ჩამწვდომ რამდენიმე გაკვეთილს ვსწავლობთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უყურებს იეჰოვა გულმოდგინე მსახურებას (იოანე 5:19). იესოს არ შეუდარებია ქვრივი მარიამთან. მან მარიამის ‘ძვირად ღირებულ’ ზეთთან შედარებით არანაკლებ შეაფასა ქვრივის ორი ლეპტა. რადგანაც ორივე ქალმა საუკეთესო გასცა, ღვთის თვალში ორივეს საჩუქარს ფასი ჰქონდა. ამიტომ, თუ უღირსობის გრძნობა გაგიჩნდება იმის გამო, რომ ღვთისმსახურებაში ვერ აკეთებ იმდენს, რამდენიც გინდა, ნუ ჩავარდები სასოწარკვეთილებაში. იეჰოვას სიამოვნებს იმ საუკეთესოს მიღება, რის მიცემაც შეგიძლია. გახსოვდეს, იეჰოვა „გულს ხედავს“, ასე რომ, მას სრულად ესმის შენი გულის წადილი (პირველი მეფეთა 16:7).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება