-
სპირიტიზმიგამოიღვიძეთ! — 2014 | თებერვალი
-
-
არასწორია მკვდრებთან დაკავშირება?
„არ მიმართოთ სულების გამომძახებლებს . . . რათა არ გაგაუწმინდურონ“ (ლევიანები 19:31).
რას ამბობს ხალხი.
ბუნებრივია, ცოცხლებს სურთ დარწმუნდნენ, რომ მათი საყვარელი გარდაცვლილი ადამიანები არ იტანჯებიან. ამიტომ ისინი ამბობენ: „რატომაც არ უნდა დავამყარო მასთან კავშირი სულის ან მედიუმის მეშვეობით? იქნებ მედიუმმა გვაპოვნინოს შვება და სულის სიმშვიდე?“.
რას ამბობს ბიბლია.
ბიბლიაში წერია, რომ ძველ დროში გავრცელებული იყო მიცვალებულებთან კავშირის დამყარება. მაგალითად, ისრაელი ერისთვის მიცემულ იეჰოვას კანონში ეწერა: „არ იყოს შენში . . . ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მარჩიელს, და არც მკვდართა გამომკითხველი. ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას“ (კანონი 18:10—12). ბიბლიაში ისიც არის ნათქვამი, რომ „ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ ისინი, ვინც მიმართავენ სპირიტიზმის რომელიმე ფორმას (გალატელები 5:19—21).
-
-
სპირიტიზმიგამოიღვიძეთ! — 2014 | თებერვალი
-
-
განა სულების გამომძახებლები ზოგჯერ სწორ ინფორმაციას არ გვაწვდიან?
„განა ცოცხლებისთვის მკვდრებს უნდა მიმართავდნენ?!“ (ესაია 8:19).
რას ამბობს ხალხი.
ზოგის აზრით, სულების გამომძახებლებს შეუძლიათ მოიპოვონ ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა მხოლოდ მკვდრებს, მათი ოჯახის წევრებს ან მეგობრებს სცოდნოდათ.
რას ამბობს ბიბლია.
1 სამუელის 28-ე თავში მოთხრობილია, როგორ დაარღვია ღვთის ორგულმა მეფე საულმა ღვთის კანონი, არ მიემართა სულების გამომძახებლებისთვის. მან მიმართა სულების გამომძახებელ ქალს, რომელიც თითქოსდა დაუკავშირდა ღვთის გარდაცვლილ მსახურს, სამუელს. მაგრამ მართლა სამუელს დაუკავშირდა ის? არა. სინამდვილეში ის ელაპარაკა თვითმარქვიას, რომელმაც თავი სამუელად წარმოაჩინა.
ეს თვითმარქვია იყო ბოროტი სული, „სიცრუის მამის“, სატანის წარმომადგენელი (იოანე 8:44). რატომ უნდათ ბოროტ სულებს, იგივე დემონებს, შეგვიქმნან ისეთი წარმოდგენა, რომ თითქოს მკვდრები განაგრძობენ სიცოცხლეს? მათი მიზანია, ცილი დასწამონ ღმერთს და ხალხს მისი სიტყვისადმი, ბიბლიისადმი, ნდობა დაუკარგონ (2 ტიმოთე 3:16).
-