საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ქრისტიანული შეხვედრების დაფასება
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 მარტი
    • 8. ა) რა საქებარ მსხვერპლს იღებს ზოგიერთი პიროვნება, რომ შეხვედრებს დაესწროს? ბ) რა მაგალითს გვაძლევს იეჰოვა, როგორც მწყემსი?

      8 ზოგისთვის შედარებით ადვილია ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება, სხვებს კი გამუდმებით მსხვერპლის გაღება უწევთ. მაგალითად, ქრისტიანი დედა, რომელიც ოჯახის მატერიალურად უზრუნველსაყოფად მუშაობს, ჩვეულებრივ, სახლში დაღლილი ბრუნდება. ამ დროს მას შეიძლება სადილიც გასაკეთებელი აქვს და, ამასთან ერთად, შეხვედრისთვის მომზადებაში ბავშვებსაც უნდა დაეხმაროს. სხვა ქრისტიანებს, შესაძლოა, კრებებზე დასასწრებად დიდი მანძილის გავლა უხდებათ ან კიდევ ავადმყოფობა და ხანდაზმულობა ზღუდავთ. რასაკვირველია, იეჰოვა ღმერთს შეხვედრებზე დამსწრე ყველა ერთგული პიროვნების მდგომარეობა ესმის, როგორც მოსიყვარულე მწყემსი ხვდება, თუ რა უჭირს თითოეულ ცხვარს თავისი ფარიდან. „როგორც მწყემსი, — ამბობს ბიბლია, — დამწყემსავს [იეჰოვა] თავის ფარას, თავისი მკლავით მოუყრის თავს კრავებს და თავისი უბით წაიყვანს, და დედაცხვარს წინ გაუძღვება“ (ესაია 40:11).

  • ქრისტიანული შეხვედრების დაფასება
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 მარტი
    • ისინი აფასებენ ყოველკვირეულ შეხვედრებს

      მილიონობით ადამიანი ცხოვრობს ქალაქში, სადაც სიღარიბე და დამნაშავეობაა. ასეთ ვითარებაშიც კი შეინიშნება ჭეშმარიტი ქრისტიანების მიერ ქრისტიანული შეხვედრების საქებარი დაფასება. სამხრეთ აფრიკის ხაუტენგის პროვინციაში სოვეტოს კრების ერთ-ერთი უხუცესი ამბობს: „ჩვენს კრებას, სადაც 60 მაუწყებელია, ჩვეულებრივ, 70-დან 80-მდე პიროვნება, ხოლო ზოგჯერ უფრო მეტიც ესწრება. თუმცა ძმებსა და დებს შეხვედრებზე დასასწრებად ხანგრძლივი მგზავრობა არ უწევთ, მაგრამ სიტუაცია სოვეტოს ამ ნაწილში დაძაბულია. ერთი ძმა ზურგში დაჭრეს, როდესაც კრებაზე მიდიოდა. სულ ცოტა ორ დას გაძარცვის მიზნით თავს დაესხნენ. მაგრამ ამის გამო მათ კრებებზე სიარული არ შეუწყვეტიათ. კვირაობით, შეხვედრის ლოცვით დამთავრების შემდეგ, მცირე ხნით სამეფოს სიმღერებს ვასრულებთ ხოლმე. დამსწრეების 95 პროცენტი მაინც ყოველთვის რჩება და მომავალი კვირის შეხვედრების საგალობლებს ვმღერივართ. ეს ახალ დაინტერესებულებს ეხმარება, რომ საგალობლები ისწავლონ და მათაც იმღერონ“.

      სოფელში მცხოვრებლებს კვირაში სამჯერ კრებაზე დასასწრებად სხვა დაბრკოლების გადალახვა უხდებათ, მაგალითად იქ მისასვლელად დიდი გზა უნდა გაიარონ. ბოტსვანაში ერთი დაინტერესებული წყვილი ლობაცეში მდებარე სამეფო დარბაზიდან 15 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს. გასული წლის მანძილზე ისინი თავიანთ ორ ბავშვთან ერთად შეხვედრებს რეგულარულად ესწრებოდნენ. ქმარი ოჯახის შესანახად ფეხსაცმლის შემკეთებლად მუშაობს. ცოლი კი შემოსავლის გასაზრდელად წვრილმანებით ვაჭრობს, რომ მათ კრებაზე სასიარულოდ ტრანსპორტის ფულიც ჰქონდეთ.

      გასულ ზაფხულს შეხვედრის შემდეგ, რომელიც იმ დღეს სარაიონო ზედამხედველმა მოინახულა, საღამოს ცხრა საათზე ეს ოჯახი ავტობუსის გაჩერებაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტრანსპორტი ცუდი ამინდის გამო უკვე აღარ მოძრაობდა. პოლიციელმა მანქანა გააჩერა და გამოჰკითხა, თუ იქ რას აკეთებდნენ. როდესაც მათი გასაჭირის შესახებ შეიტყო, შეებრალა ისინი და სახლამდე, რომელიც 15 კილომეტრის დაშორებით იყო, მანქანით მიიყვანა. ცოლმა, რომელიც მოუნათლავი მაუწყებელია, ქმარს უთხრა: „ხედავ, თუ ჩვენ კრების შეხვედრებს პირველ ადგილზე დავაყენებთ, იეჰოვა გამოსავალს ყოველთვის მოგვცემს“. ახლა ქმარმაც გამოთქვა სურვილი, რომ კეთილი ცნობის მქადაგებელი გახდეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება