საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მეხსიერების გაუმჯობესება შესაძლებელია
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • წაკითხულის დამახსოვრებაც მნიშვნელოვანია. რა დაგეხმარება ამ მხრივ გაუმჯობესებაში? როგორც ინტერესი, ისე წაკითხულის გაგება. ყურადღებით რომ იკითხო, უნდა გაინტერესებდეს მასალა. ვერ დაიმახსოვრებ ინფორმაციას, თუ კითხვისას გონებით სხვაგან იქნები. წაკითხულს უკეთ გაიგებ, თუ მას დაუკავშირებ წარსულში მიღებულ ინფორმაციას — იმას, რაც უკვე იცი. დაფიქრდი: „სად და როდის შემიძლია ამ მასალის გამოყენება? როგორ გამოვიყენებდი მას სხვების დასახმარებლად?“ უკეთ აღქმაში ისიც დაგეხმარება, თუ ცალკეულ სიტყვებს კი არა, მთელ ფრაზებს წაიკითხავ. ასე უფრო ადვილად გაიგებ მასალას, ჩასწვდები ძირითად აზრებს და დამახსოვრებაც გაგიადვილდება.

      გამოყავი დრო გასამეორებლად

      განათლების დარგში მომუშავე სპეციალისტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ გამეორებას. თავის გამოკვლევაში ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორმა აღნიშნა, რომ გამეორებისთვის ერთი წუთის დათმობითაც კი ორჯერ მეტს იმახსოვრებ. ამიტომაც, როდესაც მთელი მასალის ან გარკვეული მონაკვეთის კითხვას დაამთავრებ, მაშინვე გაიმეორე ძირითადი აზრები, რათა გონებაში ჩაგებეჭდოს. დაფიქრდი, შენი სიტყვებით როგორ გადმოსცემდი ამა თუ იმ აზრს შესწავლილი მასალიდან. კითხვის შემდეგ მეხსიერების ამგვარი გავარჯიშების საშუალებით ინფორმაცია უფრო დიდხანს დაგრჩება გონებაში.

      შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, ეცადე გამეორების მიზნით ვინმეს მოუყვე, რაც წაიკითხე. მიღებული ცოდნა შეგიძლია გაუზიარო ოჯახის ან კრების წევრს, თანამშრომელს, თანაკლასელს, მეზობელს ან მათ, ვისაც სამქადაგებლო მსახურებისას ხვდები. ეცადე, გაიმეორო არა მხოლოდ ძირითადი ფაქტები, არამედ ისიც, თუ როგორ იხსნება ისინი ბიბლიის საფუძველზე. ამით საკუთარ თავსაც დაეხმარები მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრებაში და სხვების დახმარებასაც შეძლებ.

      იფიქრე მნიშვნელოვან საკითხებზე

      წაკითხულის გამეორებისა და სხვებისთვის გადაცემის გარდა, სასარგებლოა ნასწავლი მასალიდან მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრიც. ასაფი და დავითი, რომლებმაც ბიბლიის დაწერაში მიიღეს მონაწილეობა, ასე იქცეოდნენ. ასაფმა თქვა: „მემახსოვრება იაჰის საქმეები, მემახსოვრება შენ მიერ დიდი ხნის წინათ მოხდენილი საოცრებები. ყველა შენს ნამოქმედარზე ვიფიქრებ და შენს საქმეებს ჩავუკვირდები“ (ფსალმ. 77:11, 12). დავითმაც მის მსგავსად დაწერა: „ღამის გუშაგობის დროს ვფიქრობ შენზე“; „ვიხსენებ ადრინდელ დღეებს. ვფიქრობ ყველა შენს ნამოქმედარზე“ (ფსალმ. 63:6; 143:5). იქცევი შენც მათ მსგავსად?

      იეჰოვას ნამოქმედარზე, თვისებებსა და ნებაზე სერიოზული ფიქრი მხოლოდ ფაქტების დამახსოვრებაში როდი დაგეხმარება. რეგულარული ფიქრი გულში ჩაგიბეჭდავს მნიშვნელოვან საკითხებს და ჩამოაყალიბებს შენს შინაგან პიროვნებას. შემდეგ კი ის, რაც ფიქრის დროს იგრძენი და განიცადე, მოგონებებად დაგრჩება და შენი აზროვნების ნაწილად იქცევა (ფსალმ. 119:16).

  • მეხსიერების გაუმჯობესება შესაძლებელია
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • როგორ უნდა დაიმახსოვრო წაკითხული

      • ტექსტის გარკვეული ნაწილის წაკითხვის შემდეგ დაფიქრდი: „რა არის წაკითხულის ძირითადი აზრი?“ თუ ვერ იხსენებ, დაუბრუნდი მასალას.

      • როდესაც მთელ თავს ან სტატიას წაიკითხავ, კვლავ გამოსცადე საკუთარი თავი. ჩამოთვალე ყველა მთავარი აზრი. თუ მაშინვე ვერ იხსენებ, კიდევ ერთხელ გადახედე მასალას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება