საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბიბლია — უტყუარი წინასწარმეტყველებების წიგნი ნაწილი 4
    გამოიღვიძეთ! — 2012 | აგვისტო
    • ნაწინასწარმეტყველები იყო ქრისტეს ტანჯვა

      წინასწარმეტყველება 1: „ზურგი მივუშვირე დამრტყმელებს“ (ესაია 50:6).c

      შესრულება: ახ. წ. 33 წელს იესო იუდეველმა მტრებმა გასასამართლებლად რომაელ მმართველ პონტიუს პილატეს წარუდგინეს. პილატე მიხვდა, რომ იესო უდანაშაულო იყო და მის გათავისუფლებას ცდილობდა. მაგრამ იუდეველები დაჟინებით ითხოვდნენ იესოს სიკვდილს. ამიტომ „მათი მოთხოვნის შესასრულებლად პილატემ განაჩენი გამოიტანა“ და იესო ბოძზე გასაკრავად გადასცა (ლუკა 23:13—24). მაგრამ მანამდე „პილატემ წაიყვანა იესო და გააშოლტვინა“ (იოანე 19:1). როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, იესოს წინააღმდეგობა არ გაუწევია და „ზურგი მიუშვირა დამრტყმელებს“.

      რას ამბობს ისტორია

      ● ისტორია ადასტურებს, რომ რომაელები სასჯელის სისრულეში მოყვანამდე სიკვდილმისჯილს შოლტავდნენ. ერთი ცნობარის თანახმად „გაშოლტვა ხდებოდა მათრახით, რომელსაც რამდენიმე ტყავის წნული ჰქონდა. ამ წნულებში ტყვიისა და ბასრი ლითონის ნაჭრები იყო ჩაწნული. განსასჯელს . . . შოლტს ზურგზე ურტყამდნენ . . . სანამ ხორცი არ დაეფლითებოდა. ზოგი ადგილზევე კვდებოდა“. იესომ გაუძლო თავისი ტანჯვის ამ საშინელ დასაწყისს.

  • ბიბლია — უტყუარი წინასწარმეტყველებების წიგნი ნაწილი 4
    გამოიღვიძეთ! — 2012 | აგვისტო
    • c კონტექსტიდან ვიგებთ, რომ აქ ქრისტეზეა საუბარი. მაგალითად, მე-8 მუხლში წერია: „ახლოსაა ის [ღმერთი], ვინც მართლად მაღიარებს [მე, იესო ქრისტეს]“. მხოლოდ იესო იყო დედამიწაზე ღვთის თვალში მართალი ანუ უცოდველი (რომაელები 3:23; 1 პეტრე 2:21, 22).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება