საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ურვადის გონივრულობის ფარგლებში გადახდაზე მოლაპარაკება
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 სექტემბერი
    • ბიბლიის გონივრული პრინციპები

      მოილაპარაკებენ თუ არა მშობლები ურვადის გადახდაზე, ეს მათი პირადი საქმეა. თუ ისინი გადაწყვეტენ მოლაპარაკებას, მაშინ ის ბიბლიური პრინციპების შესაბამისად უნდა წარმართონ. „თქვენი გზა იყოს ვერცხლის სიყვარულის გარეშე“, — ნათქვამია ღვთის სიტყვაში (ებრაელთა 13:5). თუ ამ პრინციპით არ ხდება ქორწინებასთან დაკავშირებული მოლაპარაკება, ქრისტიანი მშობელი არ იძლევა კარგ მაგალითს. მამაკაცები, რომლებსაც ქრისტიანულ კრებაში პასუხისმგებლობები აკისრიათ, ‘შემწყნარენი [„გონიერნი“, აქ], ვერცხლის უყვარული და არა ანგარნი’ უნდა იყვნენ (1 ტიმოთე 3:3, 8). ქრისტიანი, რომელიც ხარბად და ყოველგვარი სინანულის გარეშე გამოსძალავს სასიძოს დიდ ურვადს, შეიძლება კრებიდანაც კი გაირიცხოს (1 კორინთელთა 5:11, 13; 6:9, 10).

  • ურვადის გონივრულობის ფარგლებში გადახდაზე მოლაპარაკება
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 სექტემბერი
    • ვინ არის პასუხისმგებელი პირი მოლაპარაკებისას?

      ზოგან ურვადის გადახდაზე მოლაპარაკებასთან დაკავშირებით შეიძლება დაირღვეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი. ბიბლიის თანახმად, მამაა საოჯახო საქმეებზე პასუხისმგებელი (1 კორინთელთა 11:3; კოლასელთა 3:18, 20). ამიტომ მამაკაცი, რომელსაც კრებაში პასუხისმგებლობა აკისრია, „შვილებისა და თავისი სახლის კარგი განმგებელი“ უნდა იყოს (1 ტიმოთე 3:12).

      მაგრამ ზოგ ხალხში შეიძლება მიღებული იყოს, რომ საქორწინო მოლაპარაკება წარმართონ ოჯახის თავის ნათესავებმა. ამ ნათესავებმა ურვადიდან შეიძლება წილიც კი მოითხოვონ. ეს გამოცდის წინაშე აყენებს ქრისტიანულ ოჯახს. ჩვეულების სახელით, ზოგი ოჯახის თავი ურწმუნო ნათესავებს დიდი ურვადის მოთხოვნის ნებას რთავს. ზოგჯერ ამას ქრისტიანი ქალიშვილის ურწმუნოზე გათხოვება მოსდევს. ეს ეწინააღმდეგება იესოს დარიგებას იმის შესახებ, რომ ქრისტიანები მხოლოდ „უფალში“ უნდა დაქორწინდნენ (1 კორინთელთა 7:39). ოჯახის თავი, რომელიც ურწმუნო ნათესავებს ნებას რთავს, მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც მისი შვილების სულიერ კეთილდღეობას ავნებს, შეუძლებელია, ‘თავისი სახლის კარგ განმგებლად’ ჩაითვალოს (1 ტიმოთე 3:4).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება