საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ორი მოწმის გამოცოცხლება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • გასაკვირი არ არის, რომ ორი მოწმე ახდენს ნიშნებს, რომლებიც მოსესა და ელიას მიერ მოხდენილ ნიშნებს მოგვაგონებს. მაგალითად, იოანე მათზე ამბობს: „თუ ვინმეს უნდა, რომ ავნოს მათ, ცეცხლი გამოდის მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს. და თუ ვინმე მოინდომებს, რომ ავნოს მათ, ამგვარად უნდა მოიკლას. ისინი უფლებამოსილნი არიან, ჩაკეტონ ცა, რათა წვიმა არ მოვიდეს მათი წინასწარმეტყველების დღეებში“ (გამოცხადება 11:5, 6ა).

      16. ა) რითი გვახსენებს ცეცხლოვანი ნიშანი იმ დროს, როცა ზოგიერთმა ისრაელმა მოსეს ძალაუფლება ეჭვქვეშ დააყენა? ბ) როგორ უყურებდა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება ბიბლიის მკვლევარებს, როგორ უქმნიდა მათ სირთულეებს პირველი მსოფლიო ომის დროს, და რითი უპასუხეს ამას ბიბლიის მკვლევარებმა?

      16 ეს ყოველივე გვახსენებს დროს, როცა ზოგიერთმა ისრაელმა მოსეს ძალაუფლება ეჭვქვეშ დააყენა. ამ წინასწარმეტყველმა ცეცხლოვანი სიტყვებით გამოაცხადა განაჩენი. იეჰოვამ გაანადგურა აჯანყებულები; მათგან 250 კაცი ზეციდან ჩამოსულმა ცეცხლმა შთანთქა (რიცხვები 16:1—7, 28—35). მსგავსად ამისა, ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები არაფრად აგდებდნენ ბიბლიის მკვლევარებს, რადგან სასულიერო სემინარიები არ ჰქონდათ დამთავრებული. ღვთის მოწმეებს თავიანთი უფლებამოსილების დასადასტურებლად უფრო საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდათ. ეს იყო თვინიერი ხალხი, რომელიც გამოეხმაურა წმინდა წერილებში ჩაწერილ ცნობას (2 კორინთელები 3:2, 3). 1917 წელს ბიბლიის მკვლევარებმა გამოსცეს წიგნი სახელწოდებით „დასრულებული საიდუმლო“, რომელშიც დამაფიქრებელი კომენტარები უკეთდებოდა წიგნებს „გამოცხადებასა“ და „ეზეკიელს“. ამას მოჰყვა ოთხგვერდიანი „ბიბლიის მკვლევარების ყოველთვიური ტრაქტატის“ 10 000 000 ეგზემპლარის გავრცელება. ამ ტრაქტატის წამყვანი სტატიის სათაური იყო „ბაბილონის დაცემა. რატომ უნდა დაიტანჯოს ქრისტიანული სამყარო. რა გამოსავალი არსებობს“. შეერთებულ შტატებში გაღიზიანებულმა სამღვდელოებამ ომით გამოწვეული არეულობა ამ წიგნის აკრძალვის მიზნით გამოიყენა. სხვა ქვეყნებში წიგნი ცენზურას დაექვემდებარა. მიუხედავად ამისა, ღვთის მსახურებმა გამოსცეს „ცეცხლოვანი“ ოთხგვერდიანი ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“. უფლის დღის განმავლობაში გამოიცა სხვა პუბლიკაციებიც, რომლებიც ამხელდა ქრისტიანული სამყაროს სულიერ დაცემას (შეადარეთ იერემიას 5:14).

  • ორი მოწმის გამოცოცხლება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 18. ა) რა ძალაუფლება აქვს „ორ მოწმეს“ და რითი ჰგავს ეს მოსეს ძალაუფლებას? ბ) როგორ ამხელდა „ორი მოწმე“ ქრისტიანულ სამყაროს?

      18 იოანე აგრძელებს საუბარს ორ მოწმეზე: „უფლებამოსილნი არიან, წყალი სისხლად აქციონ და ყველანაირი წყლული შეჰყარონ დედამიწას, როცა კი მოისურვებენ“ (გამოცხადება 11:6ბ). ფარაონის დასარწმუნებლად, რომ გაეშვა ისრაელები, იეჰოვამ მოსეს ხელით ათი სასჯელი დაატეხა მჩაგვრელ ეგვიპტეს. ერთ-ერთი სასჯელი წყლის სისხლად გადაქცევა იყო. საუკუნეების შემდეგ ფილისტიმელებს, ისრაელის მტრებს, კარგად ახსოვდათ, რა დამართა იეჰოვამ ეგვიპტეს, ამიტომ ყვიროდნენ: „ვინ გვიხსნის დიდებული ღვთის ხელიდან? ეს ის ღმერთია, რომელმაც ყველანაირად გვემა ეგვიპტე უდაბნოში“ (1 სამუელი 4:8; ფსალმუნი 105:29). მოსე განასახიერებდა იესოს, რომელსაც ჰქონდა უფლება, ღვთის განაჩენი გამოეცხადებინა იმ დროს მცხოვრები რელიგიური წინამძღოლებისთვის (მათე 23:13; 28:18; საქმეები 3:22). პირველი მსოფლიო ომის დროს ქრისტეს ძმები ანუ „ორი მოწმე“ ამხელდა იმ „წყლის“ მომაკვდინებელ თვისებებს, რომელსაც ქრისტიანული სამყარო ასმევდა თავის სამწყსოს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება