-
ეგვიპტის საგანძურებზე ძვირფასისაგუშაგო კოშკი — 2002 | 15 ივნისი
-
-
მას შემდეგ, რაც მოსე ფარაონის ასულს მიუყვანეს, ის „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა“ (საქმეები 7:22). ამ სწავლების მიზანი ის იყო, რომ მოსე სამეფო კარზე სამსახურისთვის გაეწვრთნათ. მაშინდელი ეგვიპტური განათლება მოიცავდა მათემატიკის, გეომეტრიის, არქიტექტურის, მშენებლობის, აგრეთვე სხვა დარგებისა და მეცნიერების სხვა სფეროების შესწავლას. ალბათ, მეფის ოჯახს ისიც სურდა, რომ მოსე ეგვიპტურ რელიგიაშიც ყოფილიყო გათვიცნობიერებული.
მოსემ შეიძლება ეს განსაკუთრებული განათლება სხვა წარჩინებულთა შვილებთან ერთად მიიღო. ასეთ ელიტარულ განათლებას „ეგვიპტეში გაგზავნილი ან მძევლებად წამოყვანილი უცხო ქვეყნების მმართველთა შვილებიც იღებდნენ, რომ, ასე ვთქვათ, მათი დონე აემაღლებინათ და შემდეგ [ფარაონის ერთგულ] ვასლებად გაეგზავნათ თავიანთ ქვეყნებში“ („თუტმოს IV მმართველობა“, ბეტსი ბრაიანი). სასახლეში არსებულ ამ სკოლებში, როგორც ჩანს, ახალგაზრდებს სამეფო კარზე სამსახურისთვის ამზადებდნენa. ეგვიპტის შუა და ახალი სამეფოს პერიოდით დათარიღებული ძველი წარწერებიდან ჩანს, რომ ფარაონის ზოგიერთ თანმხლებსა და სასახლის კარის დიდებულს სრულწლოვნების ასაკშიც კი ამ სკოლის კურსდამთავრებულის საპატიო სახელით მოიხსენიებდნენ.
-
-
ეგვიპტის საგანძურებზე ძვირფასისაგუშაგო კოშკი — 2002 | 15 ივნისი
-
-
a შესაძლოა, ასეთივე სახის განათლება მიიღეს დანიელმა და მისმა მეგობრებმა, რათა ბაბილონში სახელმწიფო მოხელეებად ემსახურათ (დანიელი 1:3—7). შეადარეთ წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, მე–3 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
-