-
„ასე იყო მოსაწონი შენთვის“საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 მარტი
-
-
მაგალითისთვის მოვიყვანოთ ერთი ბიბლიური შემთხვევა. როგორც ვიცით, ნაბოთი დიდებულებმა და უხუცესებმა ბოროტი დედოფლის, იზებელის ბრძანებით, უსამართლოდ გაასამართლეს და მოკლეს. დედოფალმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ნაბოთის ვენახი თავის ქმარს, ახაბს, დარჩენოდა (1 მეფ. 21:1—16). 1932 წლის „საგუშაგო კოშკში“ ეს ბიბლიური ეპიზოდი წინასწარმეტყველების მსგავსად აიხსნა. ახაბსა და იზებელზე ნათქვამი იყო, რომ ისინი სატანასა და მის ორგანიზაციას განასახიერებდნენ, ნაბოთი — იესო ქრისტეს, ხოლო ნაბოთის სიკვდილი, იესოს მოწამებრივ აღსასრულს. თუმცა 1961 წელს გამოცემულ წიგნში, „განიწმინდოს შენი სახელი“, ნაბოთი ცხებული ქრისტიანების პირველსახედ იყო მოყვანილი, იზებელი კი ქრისტიანულ სამყაროს განასახიერებდა. რაც შეეხება ამ უკანასკნელის მიერ ნაბოთის შევიწროებას, ეს ბოლო დღეებში მცხოვრები ცხებული ქრისტიანების დევნის სიმბოლო იყო. აღსანიშნავია, რომ ბიბლიური მონაკვეთების ამგვარი ახსნა, მრავალი წლის განმავლობაში, ღვთის ხალხს რწმენას უძლიერებდა. ამიტომ შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა: რა შეიცვალა დღეს?
10. ა) როგორ ეხმარება „მონას“ გონიერება, მეტი სიფრთხილით მიუდგეს ბიბლიური მონაკვეთების ახსნას? ბ) რაზე მახვილდება მეტი ყურადღება ჩვენს პუბლიკაციებში დღესდღეობით?
10 იეჰოვა წლების მანძილზე ეხმარება „ერთგულ და გონიერ მონას“, რომ მეტი გონიერება შეიძინოს. ამის შედეგად, „მონა“ უფრო ფრთხილობს და ბიბლიაში ჩაწერილ ამა თუ იმ მოვლენას წინასწარმეტყველურ მნიშვნელობას აღარ ანიჭებს, როცა ამისათვის ბიბლიური საფუძველი არ არსებობს.
-
-
„ასე იყო მოსაწონი შენთვის“საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 მარტი
-
-
ნაბოთის შემთხვევა ჩვენთვის კარგი გაკვეთილია (იხილეთ მე-11 აბზაცი)
11. ა) როგორ ვხსნით დღეს ნაბოთის შემთხვევას და რატომაა იგი ჩვენთვის სამაგალითო პიროვნება? ბ) რატომ განიხილება ნაკლებად ამ ბოლო წლებში ჩვენს პუბლიკაციებში ტიპები და ანტიტიპები? (იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ ამავე ნომერში დაბეჭდილი სტატია „მკითხველთა შეკითხვები“)
11 საინტერესოა, დღეს როგორ გვესმის ბიბლიაში ჩაწერილი ნაბოთის შემთხვევა. უწინდელთან შედარებით, ნაბოთის შემთხვევას უფრო მარტივად და გასაგებად ვხსნით. მართალი კაცის, ნაბოთის სიკვდილის მიზეზი ის არ ყოფილა, რომ იგი იესო ქრისტეს ან ცხებულების პირველსახე იყო; ნაბოთი ერთგულების გამო მოკლეს. მან იეჰოვას კანონს არც მაშინ აქცია ზურგი, როცა მეფემ თავისი ძალაუფლება მის წინააღმდეგ ბოროტად გამოიყენა (რიცხ. 36:7; 1 მეფ. 21:3). ნაბოთი ჩვენთვის, ვინც შესაძლოა მსგავსი სირთულეების პირისპირ ვდგავართ, მართლაც სამაგალითო პიროვნებაა (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:12). ცხადია, რწმენის შთამნერგავ ამ შემთხვევას ყველა იოლად ჩასწვდება, დაიმახსოვრებს და გამოიყენებს კიდეც.
-