საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • ნეპალი.

      ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს 16 წლის პურნამაია, რომელსაც ბიძამისმა უქადაგა და შესწავლაც დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კრებებზე დასასწრებად ორსაათ-ნახევარი ავტობუსით უნდა იმგზავროს, ის კვირაში ერთხელ რეგულარულად ესწრება შეხვედრებს. ცხადია, ეს მისთვის ადვილი არ არის. პურნამაიას მშობლები კეთროვნები არიან, ამიტომ ხელმომჭირნედ ცხოვრობენ. პურნამაია ერთი-ორი გროშის ასაღებად დილა უთენია დგება, ქვებს ტეხს და ხრეშად ყიდის; საოჯახო საქმეებსაც აკეთებს და სკოლაშიც დადის. შეხვედრებზე დასასწრებად მგზავრობის ღირებულება მუშის ერთი დღის გასამრჯელოს უდრის. ზოგჯერ მისი მშობლები ეუბნებიან, რომ იეჰოვას მოწმეთა შეხვედრების ნაცვლად, ადგილობრივ ეკლესიაში იაროს. მაგრამ პურნამაიას კარგად ესმის, რომ იეჰოვას შესახებ უფრო მეტის გაგება მხოლოდ სამეფო დარბაზში შეუძლია, და ამიტომაც ძალ-ღონეს არ იშურებს შეხვედრებზე დასასწრებად. ცოტა ხნის წინ, შეხვედრებს რომ დასწრებოდა, მან ბებიის ნაჩუქარი საათიც კი გაყიდა. პურნამაია არა მხოლოდ კარგ კომენტარებს აკეთებს შეხვედრებზე, არამედ კრებებზე ნასწავლს თანაქალაქელებსაც უზიარებს. მისი შემხედვარე ყველა მხნევდება.

  • ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • [სურათი 53 გვერდზე]

      პურნამაია ოჯახის დასახმარებლად ქვებს ტეხს

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება