-
„მათმა სიყვარულმა გული გაგვითბო“გამოიღვიძეთ! — 2017 | No. 1
-
-
იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, გარი ბრუქსმა, მოინახულა სტიქიის შედეგად დაზარალებულები
მიწისძვრიდან ექვსი დღის შემდეგ ნეპალს იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოს (აშშ) წარმომადგენელი გარი ბრუქსი მეუღლესთან, რუბისთან, ერთად ეწვია. რეუბენი, რომელიც იეჰოვას მოწმეების საქმიანობას ხელმძღვანელობს ნეპალში, იხსენებს: „ვინაიდან მიწისძვრის შემდეგ კატმანდუში ქაოსი და არეულობა იყო, დარწმუნებულები არ ვიყავით, რამდენად შეძლებდა ძმა ბრუქსი ჩამოსვლას. მაგრამ მას გადაწყვეტილი ჰქონდა, აუცილებლად ჩამოსულიყო და ასეც მოიქცა. ადგილობრივი და-ძმები ძალიან მადლიერნი იყვნენ ამისთვის“.
-