-
წმინდა საიდუმლო ცხადდებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
დიდი განდგომილება
10. როგორ დაკარგეს ახ. წ. 70 წელს მოუნანიებელმა იუდეველებმა სახელმწიფოებრიობა?
10 როდესაც იოანემ „გამოცხადება“ დაწერა, ქრისტიანობა უკვე 60 წელზე მეტ ხანს არსებობდა. პირველ 40 წელს იუდაიზმი გაუთავებელ წინააღმდეგობას უწევდა ქრისტიანობას. ახ. წ. 70 წელს კი რომაელებმა სასიკვდილო დარტყმა მიაყენეს მოუნანიებელ იუდეველებსა და იერუსალიმის ტაძარს, და იუდეველებმა სახელმწიფოებრიობა დაკარგეს. განადგურდა მათთვის კერპად ქცეული იერუსალიმის ტაძარი.
11. რატომ იყო დროული მთავარი მწყემსის გაფრთხილება, რომ კრებებში მოსალოდნელი იქნებოდა განდგომილება?
11 მოციქულმა პავლემ იწინასწარმეტყველა, რომ ცხებულ ქრისტიანებს შორის გამოჩნდებოდნენ განდგომილები. როგორც იესოს სიტყვებიდან ჩანს, იოანეს სიცოცხლის ბოლოს განდგომილება უკვე იკიდებდა ფეხს. სატანა ყველანაირად ცდილობდა, გაერყვნა ქალის შთამომავლობა; იოანე ბოლო იყო, ვინც აკავებდა სატანის თავდასხმას (2 თესალონიკელები 2:3—12; 2 პეტრე 2:1—3; 2 იოანე 7—11). ამიტომ მისწერა დროულად იეჰოვას დაყენებულმა მთავარმა მწყემსმა კრების უხუცესებს, რომ მოსალოდნელი იყო განდგომილება, და წაახალისა გულწრფელი ადამიანები, ბოლომდე დაეცვათ სიმართლე.
12. ა) როგორ ვრცელდებოდა განდგომილება იოანეს სიკვდილის შემდეგ საუკუნეების განმავლობაში? ბ) როგორ წარმოიშვა ქრისტიანული სამყარო?
12 ჩვენ არ ვიცით, ყურად იღეს თუ არა კრებებმა იესოს სიტყვები ახ. წ. 96 წელს, მაგრამ ცნობილია, რომ იოანეს სიკვდილის შემდეგ განდგომილება სწრაფად გავრცელდა. „ქრისტიანები“ ბიბლიის გადაწერისას ღვთის სახელის, იეჰოვას, ნაცვლად იყენებდნენ წოდებებს „უფალი“ და „ღმერთი“.
-
-
წმინდა საიდუმლო ცხადდებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
იესომ პერგამონის კრება გააფრთხილა, რომ გავრცელდებოდა სექტანტობა. სექტები II საუკუნეშივე გამოჩნდა და ქრისტიანული სამყარო დღესაც ერთმანეთის მოწინააღმდეგე ათასობით სექტასა და მიმდინარეობას ითვლის (გამოცხადება 2:15).
-