საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უგანდა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • სასიხარულო ცნობა რომ გავრცელებულიყო ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე, სადაც დღეს კენია, უგანდა და ტანზანია მდებარეობს, ფილიალმა ორი პიონერი ძმა, რობერტ ნიზბეტი და დეივიდ ნორმანი, გაგზავნა.

      ძმა ნიზბეტი და ძმა ნორმანი მზად იყვნენ, ძალ-ღონე არ დაეშურებინათ იმისათვის, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას შუაგულ აფრიკაშიც შეეღწია. 1931 წლის 31 აგვისტოს მათ თავიანთი სამქადაგებლო მოგზაურობა დარ-ეს-სალამიდან დაიწყეს; თან წაიღეს ლიტერატურით სავსე ორასი ყუთი. იქიდან კუნძულ ზანზიბარზე გადავიდნენ, საიდანაც საპორტო ქალაქ მომბასის გავლით კენიის მთაგორიან მხარეს ესტუმრნენ. მატარებლით მგზავრობისას გზადაგზა ისინი ტბა ვიქტორიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქებში ქადაგებდნენ. შემდეგ ამ ორმა გაბედულმა პიონერმა ტბა გემით გადაკვეთა და უგანდის დედაქალაქ კამპალას ეწვია. მათ იქ უამრავი ლიტერატურა გაავრცელეს; ზოგმა „ოქროს ხანის“ გამოწერაც კი ითხოვა. კამპალიდან ძმებმა გზა მანქანით განაგრძეს, რათა შუაგულ უგანდაშიც ექადაგათ.

      ოთხი წლის შემდეგ, 1935 წელს, ოთხმა სამხრეთ აფრიკელმა პიონერმა აღმოსავლეთ აფრიკაში სამქადაგებლო მოგზაურობა წამოიწყო. ესენი იყვნენ გრეი სმიტი თავის მეუღლესთან, ოლგასთან ერთად და რობერტ ნიზბეტი თავის უმცროს ძმასთან, ჯორჯთან ერთად. მათ ჰყავდათ ორი კარგად მოწყობილი ავტოფურგონი, რომლებშიც ცხოვრება შეიძლებოდა. ეს მამაცი პიონერები საშინელ გზებს არ უშინდებოდნენ და ზოგჯერ სამ-მეტრიან ბალახშიც კი მიიკვლევდნენ გზას. ადრე გამოცემულ ერთ-ერთ წელიწდეულში მათ შესახებ ასეთი რამ იყო ნათქვამი: „ხშირად ტრიალ მინდორში ეძინათ, სადაც აფრიკის ველური ბუნების გულისცემას გრძნობდნენ — ღამღამობით ესმოდათ ლომების ღრიალი, ხედავდნენ ჟირაფებსა და მშვიდად მობალახე ზებრების ჯოგებს, ზოგჯერ კი ამ სიმშვიდეს მარტორქები და სპილოები არღვევდნენ, რომელთა გამოჩენაც ყველას თავზარს სცემდა“. მრავალი საფრთხის მიუხედავად, მათ სამეფოს ცნობა ისეთ ქალაქებში იქადაგეს, სადაც მანამდე არავის ექადაგა.

      გრეი და ოლგა სმიტები დროებით ტანგანიიკაში (დღევანდელი ტანზანია) გაჩერდნენ, რობერტ და ჯორჯ ნიზბეტები კი ნაირობიში (კენია) გაემგზავრნენ.

  • უგანდა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • [სურათი 69 გვერდზე]

      აღმოსავლეთ აფრიკაში პირველებმა დეივიდ ნორმანმა და რობერტ ნიზბეტმა იქადაგეს სასიხარულო ცნობა

      [სურათი 71 გვერდზე]

      ჯორჯ და რობერტ ნიზბეტები და გრეი და ოლგა სმიტები თავიანთი ავტოფურგონებით აპირებენ ტივით მდინარის გადაკვეთას

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება