-
„ნოე და კიდევ შვიდი კაცი გადარჩნენ“საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 აგვისტო
-
-
ნოე და მისი ოჯახი ათწლეულების განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, რომ აეშენებინათ უზარმაზარი კიდობანი, რასაც ხალხიც შესანიშნავად ხედავდა. უფრო მეტიც, იეჰოვამ ნოეს დაავალა, სიმართლე ექადაგა (2 პეტრე 2:5). ნოეც, ენოქის მსგავსად აფრთხილებდა ხალხს ღვთის განაჩენის შესახებ, რომელიც მთელ დედამიწას დაატყდებოდა თავს. მაგრამ როგორი იყო მათი რეაქცია? იესომ, რომელიც ამ ყველაფერს ზეციდან აკვირდებოდა, მოგვიანებით ნოეს დღეებში მცხოვრები ხალხის შესახებ თქვა: „არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა“ (მათე 24:39).
-
-
„ნოე და კიდევ შვიდი კაცი გადარჩნენ“საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 აგვისტო
-
-
ნოე უეჭველად ღვთის მადლიერი იქნებოდა არა მარტო იმიტომ, რომ ის და მისი ოჯახი წარღვნას გადაურჩა, არამედ იმიტომაც, რომ იეჰოვამ მათ შესაძლებლობა მისცა, გარეთ დარჩენილი ხალხი მოსალოდნელი განადგურების შესახებ გაეფრთხილებინათ. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ მათ ის წლები ტყუილად იშრომეს. მათი გაფრთხილება ყურად არავინ იღო. დაფიქრდით, ნოეს ალბათ ეყოლებოდა ძმები, დები, დისშვილები, ძმისშვილები, მაგრამ არც ერთი მათგანი არ უსმენდა (დაბადება 5:30). ამ დროს კიდობანში მყოფები უეჭველად დაიწყებდნენ იმაზე ფიქრს, რომ მათ გადასარჩენად დრო და ენერგია არ დაუზოგავთ. ეს მათ ერთგვარ შვებას მოჰგვრიდა.
იეჰოვა არ იცვლება (მალაქია 3:6). იესო ქრისტემ ჩვენი დრო „ნოეს დროს“ შეადარა (მათე 24:37). ჩვენ განსაკუთრებულ, მშფოთვარე პერიოდში ვცხოვრობთ, რომელიც ამ ქვეყნიერების განადგურებით დასრულდება. დღესაც ღვთის მსახურები ყველას გადასცემენ გამაფრთხილებელ ცნობას. გამოეხმაურებით მას? თუ უკვე გამოეხმაურეთ და გაიგეთ ჭეშმარიტება, რომელიც გადარჩენისთვისაა აუცილებელი, სხვებსაც გააგებინებთ ამის შესახებ? ნოემ და მისმა ოჯახმა ამ მხრივ კარგი მაგალითი დაგვიტოვეს.
-