საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ნუ დაივიწყებთ თავშესაფარში მყოფ მოხუცებულებსა და უმწეოებს!
    სამეფო მსახურება — 2014 | ივნისი
    • უფრო კონკრეტულად: ერთ შემთხვევაში, პირველ ჯერზე გამართულ განხილვას 20 ადამიანი დაესწრო; ექვსმა ინდივიდუალური ბიბლიის შესწავლის ჩატარების სურვილი გამოთქვა და მათ შორის ერთი მოინათლა. ბიბლიის შესწავლის შედეგად ერთ-ერთ თავშესაფარში მცხოვრები 85 წლის ქალბატონი ადგილობრივ კრებას დაუახლოვდა და ნათლობის სურვილიც გაუჩნდა. როდესაც ერთ თავშესაფარში სხვადასხვა სახის აქტივობები შეიზღუდა, იეჰოვას მოწმეთა მიერ ორგანიზებული ბიბლიის ჯგუფური შესწავლაც გაუქმდა, რის გამოც თავშესაფრის ბენეფიციარებმა დაწესებულების დირექტორთან იჩივლეს. შედეგად, შესწავლა განახლდა და მას 25-30 ადამიანი ესწრებოდა.

  • ნუ დაივიწყებთ თავშესაფარში მყოფ მოხუცებულებსა და უმწეოებს!
    სამეფო მსახურება — 2014 | ივნისი
    • ერთხელ, როცა ერთ-ერთი ასეთი თავშესაფრის ადმინისტრატორს ჩვენი მისვლის მიზანი გავაცანით, მან გვკითხა: „კი მაგრამ, აქამდე სად იყავით? აბა, როდიდან შეუდგებით საქმეს?“. სხვა თავშესაფრის ადმინისტრატორმა კი ჩვენი საქმიანობა შემდეგი სიტყვებით შეაფასა: „სულითა და გულით ვუჭერ მხარს ამ ღონისძიებას და ვისურვებდი, რომ ბიბლიის ჯგუფური შესწავლები სხვა თავშესაფრებშიც ჩატარებულიყო. იეჰოვას მოწმეები ასეთ შეხვედრებს სრულიად უსასყიდლოდ ატარებენ; ეს მათი რელიგიური მსახურების განუყოფელი ნაწილია, რაც საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება“. ჰავაიში მდებარე ერთ-ერთმა თავშესაფარმა იეჰოვას მოწმეებს გაწეული უანგარო სამსახურისთვის ქების სიგელი გადასცა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მოწმეები მათ დაწესებულებაში მყოფთათვის „ფასდაუდებელ განძს“ წარმოადგენდნენ!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება