-
„გთხოვ, დაემორჩილე იეჰოვას ხმას“ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
-
-
იეჰოვას მორჩილები დაუცველნი არ არიან
19. როგორ დაგიცავთ ღმერთი, თუ დაემორჩილებით?
19 არ უნდა ვიფიქროთ, რომ იეჰოვა თავის ხალხს მხოლოდ წარსულში იცავდა. იეჰოვა დღესაც იცავს თავის მორჩილებს სულიერი საფრთხისგან. როგორც ძველ დროში მაღალი გალავანი იცავდა ქალაქს, ისე ღვთის კანონი იცავს მათ, ვინც სწავლობს და გამუდმებით მიჰყვება მას. დარჩებით ღვთის დამცველი გალავნის ანუ ზნეობრივი ნორმების შიგნით? შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თუ ასე მოიქცევით, ხელი მოგემართებათ (იერ. 7:23). ამ სიტყვების ჭეშმარიტება არაერთხელ დამტკიცდა (იხილეთ ჩარჩო „იეჰოვასადმი მორჩილება დაგვიცავს“).
-