საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვამ ყველანაირ გასაჭირში მანუგეშა
    საგუშაგო კოშკი — 2018 | ივნისი
    • მაშინ მე და დედაჩემი დედაქალაქ კარაჩიში ვცხოვრობდით. ერთ დღეს ასაკოვანი ექიმი ფრედ ჰარდეიკერი გვესტუმრა. იმ მისიონერის მსგავსად, რომელმაც ზემოხსენებული წიგნები დაუტოვა ჩემს მშობლებს, ისიც იეჰოვას მოწმე იყო. მან დედაჩემს ბიბლიის შესწავლა შესთავაზა. დედას არ უნდოდა, მაგრამ უთხრა, რომ შეიძლებოდა მე დავინტერესებულიყავი. მომდევნო კვირიდანვე დავიწყე შესწავლა ძმა ჰარდეიკერთან.

      რამდენიმე კვირის შემდეგ ქრისტიანულ შეხვედრას დავესწარი. ეს შეხვედრები, რომლებსაც დაახლოებით 12 ასაკოვანი მოწმე ესწრებოდა, ამ ძმის კლინიკაში ტარდებოდა. და-ძმებმა მანუგეშეს და შვილივით მიმიღეს. თბილად მახსენდება, როგორ ჩაიცუცქებოდნენ ხოლმე ჩემ წინ, თვალებში მიყურებდნენ და ნამდვილი მეგობრებივით მესაუბრებოდნენ, რაც ასე ძალიან მჭირდებოდა იმ დროს.

      მალე ძმა ჰარდეიკერმა მსახურებაში წამიყვანა. მან მასწავლა პატეფონის ჩართვა, რათა მსახურების დროს ხალხისთვის მოკლე ბიბლიური მოხსენებები მოგვესმენინებინა. რამდენიმე მოხსენება საკმაოდ პირდაპირი იყო, ამიტომ ზოგიერთ მობინადრეს არ მოსწონდა ისინი. თუმცა მე ძალიან მომწონდა ქადაგება, აღფრთოვანებული ვიყავი ჭეშმარიტებით და მსიამოვნებდა ამაზე სხვებთან საუბარი.

  • იეჰოვამ ყველანაირ გასაჭირში მანუგეშა
    საგუშაგო კოშკი — 2018 | ივნისი
    • სულიერად გამოჯანმრთელება

      1947 წელს სამუშაოს საძებნელად კარაჩიში დავბრუნდი. მივედი ექიმ ჰარდეიკერთან კლინიკაში, რომელსაც ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა და თბილად მიმიღო.

      — გაწუხებს რამე? — მკითხა მან, რადგან ფიქრობდა, რომ მასთან სამკურნალოდ ვიყავი მისული.

      — ექიმო, ფიზიკურად არაფერი მჭირს, — ვუთხარი მე, — მაგრამ სულიერი დახმარება ნამდვილად მჭირდება. მინდა, რომ ბიბლია შევისწავლო.

      — როდის გინდა შესწავლის დაწყება?

      — ახლავე, თუ შესაძლებელია.

      შესწავლა იმავე საღამოს ჩავატარეთ. ძალიან ვისიამოვნე. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სულიერ ოჯახში დავბრუნდი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება