საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ახლო აღმოსავლეთში სულიერი სინათლე ანათებს
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 სექტემბერი
    • ჩემი ასეთი ერთ-ერთი საბოლოო მოგზაურობა იოსებ რაჰალთან ერთად 1937 წლის ზამთარში ალეპოში (სირია) შედგა. სანამ ის შეერთებულ შტატებში დაბრუნდებოდა, პალესტინასაც ვესტუმრეთ. ვეწვიეთ ქალაქებს, ხაიფასა და იერუსალიმს, მოვინახულეთ სოფლებიც. შემდეგ დავუკავშირდით იბრაჰიმ შეჰადს, რომელსაც ადრე მხოლოდ წერილებით ვიცნობდი. იბრაჰიმმა ისე კარგად გაითავისა ბიბლიური შემეცნება, რომ ჩვენი მონახულების დროს კარდაკარ მსახურებისას ჩვენთან ერთად ქადაგებდა (საქმეები 20:20).

      აგრეთვე ძალიან მსურდა, მენახა პროფესორი კალელ კობროსი, გულმოდგინე კათოლიკე, რომელიც იეჰოვას მოწმეებთან მიმოწერის საშუალებით სწავლობდა ბიბლიას. ალბათ, გაინტერესებთ, თუ საიდან გაიგო მან იეჰოვას ლიბანელი მოწმეების მისამართი? ხაიფაში ერთმა მაღაზიის გამყიდველმა კალელს სურსათი იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურის ერთ-ერთ ფურცელში შეუხვია. ამ ფურცელზე ჩვენი მისამართი ეწერა. ჩვენ ერთად სასიამოვნო დრო გავატარეთ. მოგვიანებით კი, 1939 წელს, ის ტრიპოლში ჩამოვიდა მოსანათლავად.

  • ახლო აღმოსავლეთში სულიერი სინათლე ანათებს
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 სექტემბერი
    • 1943 წელს, იმ დროისათვის, როდესაც ძმა ლაგაკოსი გარდაიცვალა, სულიერმა სინათლემ ლიბანის, სირიისა და პალესტინის ქალაქებისა და სოფლების უმეტესობაში შეაღწია. დროდადრო ოცდაათიოდე მოწმე გავუდგებოდით ხოლმე გზას მანქანით ან ავტობუსით ღამის 3 საათზე, რათა დაშორებულ ტერიტორიებზე გვექადაგა.

      ორმოციან წლებში იბრაჰიმ ათია თარგმნიდა „საგუშაგო კოშკს“ არაბულად. მე კი ამ ჟურნალის ოთხ ხელნაწერ ასლს ვაკეთებდი და პალესტინელ, სირიელ და ეგვიპტელ მოწმეებს ვუგზავნიდი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება