საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • „მოდით და ჩემს ხალხსაც ასწავლეთ“

      1952 წლის დასაწყისში ბობოგი ნაიორი, რომელიც კოიარი ტომის ერთ-ერთი თავკაცი და ცნობილი ექიმბაში იყო, თავის „ვანტოკს“ (თანატომელს), ჰენი ჰენის ესტუმრა და მის სახლში ჩატარებულ შეხვედრასაც დაესწრო. ნანახმა და მოსმენილმა ის იმდენად გააოცა, რომ მოგვიანებით ტომ კიტოსთან მივიდა და დაჟინებით სთხოვა: „გთხოვთ, მოდით და ჩემს ხალხსაც ასწავლეთ ჭეშმარიტება!“

      ცოტა ხნის შემდეგ ტომი და როვენა თავიანთი ძველი, პატარა სატვირთო ავტომობილით მართლაც გაუდგნენ 25-კილომეტრიან ტალახიან გზას პორტ-მორზბის ჩრდილოეთით მდებარე ბობოგის პატარა სოფელ ჰაიმასკენ. ტომმა უქადაგა იქ შეკრებილ ხალხს, თავად ბობოგიმ კი თარჯიმნობა გასწია. დაახლოებით 30-მა კაცმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა.

      ცოტა ხნის შემდეგ ჰაიმაში მცხოვრებმა დაინტერესებულებმა ქრისტიანული შეხვედრების ჩასატარებლად პატარა დარბაზი ააგეს. „ეს იყო უბრალო ხის კარკასი, რომელსაც სახურავი ბალახის ჰქონდა, კედლების მაგივრობას კი დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე დაწნული ბამბუკის ლასტები სწევდა, — იხსენებს ელსი ჰორსბერგი, რომელიც მოგვიანებით ამ დარბაზში ესწრებოდა კრების შეხვედრებს. — შიგნით დარბაზში ნორჩი ხისგან დამზადებული სკამები, ნავთის ლამპა და პატარა დაფა იდგა“. ეს უბრალო ნაგებობა გახდა პაპუა-ახალ გვინეაში პირველი სამეფო დარბაზი.

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • [სურათი 85 გვერდზე]

      ქვეყნის პირველი სამეფო დარბაზი ჰაიმაში (პორტ-მორზბი)

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება