საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პატივი ეცით მოხუც მშობლებს
    ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
    • შეინარჩუნეთ სწორი თვალსაზრისი

      11—13. რა დაეხმარება შვილს მშობლებზე ზრუნვაში, თუ მათგან კარგი არაფერი ახსოვს?

      11 ზოგჯერ ზრდასრულ შვილებს უჭირთ მოხუცი მშობლების პატივისცემა ბავშვობის ცუდი მოგონებების გამო. შესაძლოა მამა გულცივი იყო და არ ავლენდა სიყვარულს, დედა კი — მბრძანებელი და უხეში. შეიძლება დღესაც გეუფლება გულგატეხილობა და ტკივილი და ბრაზი მოგდის იმის გამო, რომ ისინი ისეთი მშობლები არ იყვნენ, როგორიც გსურდა. შესაძლებელია ასეთი გრძნობების დაძლევა?a

      12 ბასე, რომელიც ფინეთში გაიზარდა, გვიყვება: „ჩემი მამინაცვალი ესესელი ოფიცერი იყო ნაცისტურ გერმანიაში. ის ადვილად ბრაზდებოდა და საშიში ხდებოდა. დედაჩემი ჩემ თვალწინ ბევრჯერ უცემია. ერთხელ გამიბრაზდა, ქამარი მომიქნია და ბალთა სახეში ისე ძლიერ გამარტყა, რომ ლოგინზე დავვარდი“.

      13 მაგრამ მას გაგებით მოკიდება სჭირდებოდა. ბასე განაგრძობს: „ის მძიმედ შრომობდა, რომ ოჯახს არაფერი მოჰკლებოდა. მას არასოდეს გამოუვლენია მამობრივი სიყვარული, მაგრამ ვიცოდი, რომ მას არ შეეძლო ამის გაკეთება. როდესაც პატარა იყო, დედამისმა სახლიდან გამოაგდო. მან ცხოვრებაში ბრძოლით გაიკვლია გზა და სულ ახალგაზრდა წავიდა ომში. ნაწილობრივ მესმოდა მისი და არ ვადანაშაულებდი. როცა გავიზარდე, მოვისურვე, შეძლებისდაგვარად დავხმარებოდი სანამ ცოცხალი იყო. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ, რაც შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი. მისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვცდილობდი კარგი შვილი ვყოფილიყავი და ვფიქრობ, ის ასეც მთვლიდა“.

      14. რომელი ბიბლიური რჩევა შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერ სიტუაციაში, მათ შორის მოხუც მშობლებზე ზრუნვისას?

      14 „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით . . . მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“, — ამ ბიბლიური რჩევის გამოყენება ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება, მათ შორის ოჯახშიც (კოლოსელები 3:12, 13).

  • პატივი ეცით მოხუც მშობლებს
    ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
    • a აქ ჩვენ არ განვიხილავთ სიტუაციებს, როცა მშობლებს ბრალი ედებათ ძალაუფლებისა და ნდობის ბოროტად გამოყენებაში, რაც შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება