-
იესოს მოჰყავს მაგალითები სამეფოს შესახებიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
იესო განაგრძობს თხრობას: „ზეციერი სამეფო დიდვაჭარსაც ჰგავს, რომელიც კარგ მარგალიტებს ეძებს და როდესაც პოულობს ერთ ძვირფას მარგალიტს, მიდის, რაც კი რამ აბადია, ყველაფერს მაშინვე ყიდის და ყიდულობს მას“ (მათე 13:45, 46).
ორივე მაგალითი ისეთ ადამიანს ეხება, რომელიც მზადაა, მსხვერპლი გაიღოს, რათა შეიძინოს ის, რაც ჭეშმარიტად ფასეულია. მაგალითად, დიდვაჭარი „რაც კი რამ აბადია, ყველაფერს მაშინვე ყიდის“, ერთი ძვირფასი მარგალიტი რომ შეიძინოს. მოწაფეებს არ უჭირთ, მიხვდნენ ამ მაგალითის მნიშვნელობას.
-
-
იესოს მოჰყავს მაგალითები სამეფოს შესახებიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
ამ ორივე მაგალითიდან ჩანს, როგორ ეძლევა ადამიანს შესაძლებლობა, ძალიან ძვირფასი რამ მოიპოვოს. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსადვე იქცევა ის ადამიანი, რომელიც სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მზად არის, მსხვერპლი გაიღოს (მათე 5:3). ზოგმა იესოს მსმენელმა სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად უკვე გადადგა ნაბიჯი და არ დაიშურა ძალისხმევა, იესოს ჭეშმარიტი მიმდევარი რომ გამხდარიყო (მათე 4:19, 20; 19:27).
-